ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ კი არ იგინებოდა, არამედ ემუქრებოდა საზოგადოებას - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილისა და კორძის მხრიდან გინებაზე, საზოგადოებრივ პოლარიზაციასა და ევროკავშირის წარმომადგენლობის პოზიციაზე საუბრობს. ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ იგინებოდა, არამედ საზოგადოებას ემუქრებოდა და ევროკავშირის მხრიდან მსგავსი ღონისძიებების დაფინანსება ძალადობის წახალისებაა.

მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ კი არ იგინებოდა, არამედ ემუქრებოდა საზოგადოებას - ირაკლი ქადაგიშვილი
მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ კი არ იგინებოდა, არამედ ემუქრებოდა საზოგადოებას - ირაკლი ქადაგიშვილირუსთავი 2

მოითხოვს თუ არა ადამიანის უფლებების დაცვა მისი ქცევის გამართლებას, - პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს. შალვა პაპუაშვილი საუბრობს კორძისა და სააკაშვილის მხრიდან გინების ფონზე საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციაზე, ე.წ "სექტის" ქცევაზე და ევროკავშირის წარმომადგენლობის პოზიციაზე, რომელიც, მისი შეფასებით, ძალადობისა და გინების წახალისებას უწყობს ხელს.

მმართველი გუნდის შეფასებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არა ქართული, არამედ "გარედან შემოტანილი კამპანიაა".

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები ყურადღების გარეშე ვერ დარჩება.

"მიხეილ სააკაშვილი ამ შემთხვევაში უბრალოდ კი არ იგინებოდა, მიხეილ სააკაშვილი ემუქრებოდა საზოგადოებას, რომ ამას დამართებს და რას ნიშნავს ეს მუქარა, კარგად არის ცნობილი.

აი, სწორედ ასეთი წახალისება მოხდა საქართველოში წლების განმავლობაში წვეთ-წვეთად, ფულის ჩადებით პოლარიზაციის გაჩენაში. როდესაც ევროკავშირი ცდილობს, რომ დააფინანსოს ის ღონისძიება, იმ მინდორზე და იმ აქტორის მონაწილეობით, ვინც საზოგადოებას მონებს უწოდებს და უკაცრავად, მაგრამ დედის გინებით მიმართავს, რა თქმა უნდა, ამას კომენტარის გარეშე და რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიხეილ სააკაშვილი ამ შემთხვევაში უბრალოდ კი არ იგინებოდა, მიხეილ სააკაშვილი ემუქრებოდა საზოგადოებას, რომ ამას დამართებს და რას ნიშნავს ეს მუქარა, კარგად არის ცნობილი. აი, სწორედ ასეთი წახალისება მოხდა საქართველოში წლების განმავლობაში წვეთ-წვეთად, ფულის ჩადებით პოლარიზაციის გაჩენაში. როდესაც ევროკავშირი ცდილობს, რომ დააფინანსოს ის ღონისძიება, იმ მინდორზე და იმ აქტორის მონაწილეობით, ვინც საზოგადოებას მონებს უწოდებს და უკაცრავად, მაგრამ დედის გინებით მიმართავს, რა თქმა უნდა, ამას კომენტარის გარეშე და რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ,“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.