პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სააკაშვილი – მინდა, ვუთხრა „ქოცებს“, დედას გიტირებთ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა.

მიხეილ სააკაშვილი – მინდა, ვუთხრა „ქოცებს“, დედას გიტირებთ
პირველი არხი

მინდა, ვუთხრა „ქოცებს“, ჩუმად მინდა ვუთხრა, ტუჩები წაიკითხონ – დედას გიტირებთ, დამთავრებულები ხართ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის ვიდეო თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.

სააკაშვილის თქმით, დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს გარდაუვალი ფაქტია.

„მე არავის არ მოვუწოდებ ხელისუფლების დამხობისკენ, უამრავი ადამიანი ჰყავთ ამ მოწოდებით დაპატიმრებული. უბრალოდ გეუბნებით მამაშვილურად, რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩასვათ, ვინც დამხობისკენ მოუწოდებს, ეს არაფერს არ შეცვლის. ამას გეუბნებით, როგორც გარდაუვალ ფაქტს. ჭორვილური ორღობის დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს ძალიან მალე მოხდება“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,,ვერანაირ პარტიებს უნიათო დიქტატორი ვერ აკრძალავს!” – სააკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები