თბილისის 166-ე სკოლასთან მშობლებისა და მოსწავლეების პროტესტი გრძელდება
თბილისის 166-ე სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები პროტესტს აგრძელებენ. ისინი მოითხოვენ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შენობას დემონტაჟის ნაცვლად რეაბილიტაცია ჩაუტარდეს, რადგან უკვე მესამე წელია ბავშვებს სხვა სკოლებში უწევთ სწავლა.

თბილისის 166-ე სკოლასთან მშობლებისა და მოსწავლეების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გადაიხედოს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა და შენობას დემონტაჟის ნაცვლად, რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.
ისინი ამბობენ, რომ მესამე წელია, ბავშვებს სხვა სკოლებში უწევთ სწავლა.
არსებული ინფორმაციით, პროტესტის შემდეგ, დიდუბის გამგეობაში შეხვედრა ჩაინიშნა, რომელსაც განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები და ასევე, მშობლები დაესწრებიან.
„გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა, რომ სკოლის დემონტაჟი და ახალი შენობის აშენება, სამხარაულის მიერ გაცემული დასკვნების საფუძველზე, რეაბილიტაციით შეიცვალოს. სამხარაულის დასკვნის მიხედვით, სკოლას აქვს მე-2 და მე-3 ხარისხის დაზიანებები. განვმარტავ, სკოლის შენობის 30% არის დაზიანებული, რომელიც ექვემდებარება დაუყოვნებლივ შეკეთებას. ამ დასკვნების მიხედვით, არსად წერია რომ სკოლა არის ავარიულ მდგომარეობაში და უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი. შეხვედრაზე გვინდა, რომ სწორედ ეს გავაჟღეროთ“, - აღნიშნავენ მედიასთან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…