პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებაზე: აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. დედამიწაზე არ არსებობს არანაირი ტიპის სახელმწიფო, რომელიც ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას და გასაღებას არ ებრძვის

თენგიზ შარმანაშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას ნარკოტიკების გამსაღებლების ციხიდან გათავისუფლებაზე უპასუხისმგებლოს უწოდებს და ამბობს, რომ მსოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც ნარკოტიკების უკანონო გასაღებას არ ებრძვის.

თენგიზ შარმანაშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებაზე: აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. დედამიწაზე არ არსებობს არანაირი ტიპის სახელმწიფო, რომელიც ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას და გასაღებას არ ებრძვის
რუსთავი 2

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, შეაფასა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება, რომელშიც მან ნარკოტიკების გამსაღებლებზე, ე.წ. ბარიგებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ციხეში არ უნდა ისხდნენ. შარმანაშვილი განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ჯაფარიძეს დედამიწაზე ჯერ არ არსებული სახელმწიფოს შექმნა სურს.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფო ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ ტოლერანტული იყოს, შესაბამისად, ჯაფარიძის უპასუხისმგებლო პოზიციით, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვერ იხელმძღვანელებს.

"აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. დედამიწაზე არ არსებობს არანაირი ტიპის სახელმწიფო - იქნება ეს დემოკრატიული, ტოტალიტარული თუ სხვა ტიპის - რომელიც ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას და გასაღებას არ ებრძვის. ეტყობა, ჯაფარიძეს უნდა ყოვლად წარმოუდგენელი სახელმწიფოს შექმნა საქართველოში, დედამიწაზე ჯერ არ არსებულის. მოდი, ეს სხვაგან გააკეთოს, საქართველოს თავი დაანებოს. ასეთი მიდგომა - ყველა ტიპის ნარკოტიკის ასე თავისუფლად გაყიდვა, მით უმეტეს, ტოლერანტული დამოკიდებულება გამსაღებლებისადმი, რომლებიც უკანონოდ ავრცელებენ ამ ნარკოტიკებს, სახელმწიფო იყოს ტოლერანტული, ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ასეთი უპასუხისმგებლო საკითხებით ვერ იხელმძღვანელებს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება", - განაცხადა შარმანაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თენგიზ შარმანაშვილი ჯაფარიძის განცხადებაზე: მაცხოვარი ამბობდა, რომ ცხვრის ქურქში გახვეული მგელი უფრო საშიშია მგელზე. ასეთმა შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოს, ხოლო როდესაც მგელი სახეს არ მალავს და მისი მიმდევარი ხდები, მერე სალაპარაკოც აღარაფერი გაქვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები