პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აგვისტოში ბათუმში ბინა უფრო მეტმა უცხოელმა იყიდა – კოლიერსი

კოლიერსის კვლევის მიხედვით, 2026 წლის აგვისტოში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო ფასმა კვ.მ-ზე 1 386 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 1.2%-იანი ზრდაა. საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4.3%-ით იკლო, ხოლო ბაზრის ზომა 2.9%-ით გაიზარდა. ამასთან, უცხოელი მყიდველების წილმა ტრანზაქციებში 52% შეადგინა და ქართველ მყიდველებს გადაუსწრო.

აგვისტოში ბათუმში ბინა უფრო მეტმა უცხოელმა იყიდა – კოლიერსი
ბათუმელები

„კოლიერსის“ ახალი კვლევის მიხედვით ბათუმში 2026 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების საშუალო ფასი გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 1.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 386 აშშ დოლარი შეადგინა.

ორგანიზაციის ინფორმაციით პირველად ბაზარზე მაჩვენებელმა 16.3%-ით იკლო, ხოლო მეორეულ ბაზარზე, პირიქით, 12.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

პირველად ბაზარზე ფასის კლება აიხსნება 2025 წლის აგვისტოში ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტის გაყიდვების ერთიანი რეგისტრაციით. ამ პროექტის გარეშე პირველად ბაზარზე საშუალო ფასმა 1.2%-ით მოიმატა.

ბათუმში 2026 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების გაყიდვების რაოდენობა 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 6.3%-ით შემცირდა, ძველი ბინების გაყიდვებმა კი 31.4%-ით მოიმატა.

ახალ პროექტებში გაყიდვების რაოდენობის კლება მხოლოდ პირველად ბაზარზე დაფიქსირდა [-24.2%], მეორეულ ბაზარზე კი მაჩვენებელმა 15.1%-ით მოიმატა.

„კოლიერსის“ განმარტებით გაყიდვების რაოდენობის კლება პირველად ბაზარზე შეიძლება აიხსნას 2025 წლის აგვისტოში რამდენიმე პროექტში ერთიანად დარეგისტრირებული ტრანზაქციებით, რამაც გაზარდა გასული წლის მაჩვენებელი.“

2026 წლის აგვისტოში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 4.3%-ით იკლო და 1 235 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 2.9%-ით 81 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

უცხოელი მყიდველების წილმა ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გადაუსწრო ქართველი მყიდველების წილს და 52% შეადგინა.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ვფიქრობ, 5 წელში ისევ ვერ ვიცნობთ ქალაქს, ბევრი ინვესტორი შემოვა – ვინ ყიდულობს ბინებს ბათუმშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები