ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა დამატებითი მობილიზაცია უკვე დაიწყეს - მათი ტექნიკური მხარდაჭერით ჩრდილოეთ კორეაში „შაჰედის“ ტიპის დრონების წარმოება დაიწყო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა დამატებითი მობილიზაცია დაიწყო და უცხოელების რეკრუტირებას გეგმავს. მისი თქმით, რუსეთში 8 000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი სამხედროა, კიდევ 10 000-ის განლაგებისთვის მზადება მიმდინარეობს, სანაცვლოდ კი რუსეთის ტექნიკური მხარდაჭერით ჩრდილოეთ კორეაში „შაჰედის“ ტიპის დრონების წარმოება დაიწყო.

რუსებმა დამატებითი მობილიზაცია უკვე დაიწყეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
„ისინი სხვადასხვა საშუალებით ზრდიან იმ ადამიანების რაოდენობას, რომელთა რეკრუტირებასაც ახდენენ. ასევე, ისინი უცხოელების რეკრუტირების გაზრდასაც გეგმავენ“, - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე 8 000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
„გარდა ამისა, მზადება მიმდინარეობს დამატებით 10000 სამხედროს განლაგებისთვის - ახლა მათი წვრთნებისთვის და შემდეგ რუსეთში გასაგზავნად შერჩევა მიმდინარეობს. ამის სანაცვლოდ, რუსეთი ტექნოლოგიებით იხდის: რუსეთის ტექნიკური მხარდაჭერით ჩრდილოეთ კორეაში „შაჰედის“ ტიპის დრონების წარმოება დაიწყო“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ისინი სხვადასხვა საშუალებით ზრდიან იმ ადამიანების რაოდენობას, რომელთა რეკრუტირებასაც ახდენენ. ასევე, ისინი უცხოელების რეკრუტირების გაზრდასაც გეგმავენ“
„გარდა ამისა, მზადება მიმდინარეობს დამატებით 10000 სამხედროს განლაგებისთვის - ახლა მათი წვრთნებისთვის და შემდეგ რუსეთში გასაგზავნად შერჩევა მიმდინარეობს. ამის სანაცვლოდ, რუსეთი ტექნოლოგიებით იხდის: რუსეთის ტექნიკური მხარდაჭერით ჩრდილოეთ კორეაში „შაჰედის“ ტიპის დრონების წარმოება დაიწყო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…