ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პუტინმა არმიის 15 500 სამხედრო მოსამსახურით გაზრდის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის არმიის რიცხოვნობის 15 500 სამხედრო მოსამსახურით გაზრდის შესახებ. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ფარულად აფართოებს მობილიზაციას და ჩრდილოეთ კორეიდან დამატებითი ჯარისკაცების გაგზავნისთვის ემზადება.

პუტინმა არმიის 15 500 სამხედრო მოსამსახურით გაზრდის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
პუტინმა არმიის 15 500 სამხედრო მოსამსახურით გაზრდის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერატაბულა

ვლადიმირ პუტინმა განკარგულებას ხელი მოაწერა არმიის რიცხოვნობის 15 500 სამხედრო მოსამსახურით გაზრდის შესახებ, რაც მიმდინარე წელს მსგავსი შინაარსის მეოთხე ბრძანებაა.

"რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 2 441 630 ერთეულით, მათ შორის 1 550 500 სამხედრო მოსამსახურით". - წერია განკარგულებაში.

პუტინმა არმიის რიცხოვნობის გაზრდის შესახებ დოკუმენტებს აქამდე ხელი მარტში, ივნისსა და ივლისში მოაწერა. მარტის შემდეგ დამატებული სამხედრო მოსამსახურეების საერთო ოდენობამ 47 860 ჯარისკაცი შეადგინა.

მიმდინარე წელს ბრძოლის ველზე რუსული ჯარების წინსვლის ტემპი შენელდა, ვინაიდან დრონების ფართომასშტაბიანმა გამოყენებამ მსხვილი შენაერთების გადაადგილება თითქმის შეუძლებელი გახადა.

ამასთან, ბოლო კვირებში ვრცელდება ცნობები ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე უკრაინული ძალების მიერ თავდაცვის ხაზის გარღვევის შესახებ.

უკრაინის მესამე არმიის კორპუსის მეთაურის, ანდრიი ბილეცკის განცხადებით, ოპერაცია "ვივალდის" მესამე ეტაპზე უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ნოვე, რიდკოდუბი და კატერინივკა გაათავისუფლეს, კარპივკასა და ნოვომიხაილივკაზე კი კონტროლი აღადგინეს.

მისი ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვითი პოზიციების გასარღვევად უკრაინულმა ძალებმა უპილოტო კამიკაძე სისტემებად გადაკეთებული საბჭოთა BTR-60-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები გამოიყენეს, რომელთა მეშვეობითაც მოწინააღმდეგის გამაგრებული პოზიციები ააფეთქეს.

ოპერაცია "ვივალდის" ფარგლებში უკრაინულმა ძალებმა კონტროლი 176 კმ²-ზე აღადგინეს

პუტინმა რეზერვისტთა ნაწილობრივი მობილიზაცია ბოლოს 2022 წლის სექტემბერში ფრონტზე განცდილი მარცხების შემდეგ გამოაცხადა. აღნიშნული განკარგულება კვლავ ძალაში რჩება.

აგვისტოში უკრაინის დაზვერვის სამსახურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მოსკოვი მიმდინარე წელს ფრონტზე გასაგზავნად 300 000-მდე ადამიანის გაწვევას გეგმავს, ხოლო მომავალ წელს - იმავე რაოდენობის კონტინგენტის მობილიზებას.

პუტინმა გავრცელებული ინფორმაციას "ჭორები" უწოდა და უარყო. კრემლი ამტკიცებდა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების საჭიროებები საკონტრაქტო მოსამსახურეებითა და მოხალისეებით კმაყოფილდებოდა, თუმცა დამოუკიდებელი ანალიტიკოსების განცხადებით, მათ რიგებში რეკრუტირება, მსხვილი ფინანსური ანაზღაურების დაპირების მიუხედავად, კვლავ მცირდება.

"არსებითად, რუსეთმა უკვე დაიწყო დამატებითი მობილიზაცია, ის აფართოებს საკუთარ რიგებში რეკრუტირების მასშტაბებს და ამისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებს. იგი ასევე გეგმავს უცხოელთა რიცხვის გაზრდას და მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყნების მთავრობებმა, საიდანაც რუსეთი თავის რიგებში ხალხს იბირებს, ამას წინააღმდეგობა გაუწიონ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამატა, რომ ფლობს ახალ მონაცემებს, რომელთა თანახმადაც ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებით 10 000 ჯარისკაცის გაგზავნისთვის ემზადება. რუსეთში უკვე განლაგებულია ჩრდილოეთ კორეიდან წარსულში გაგზავნილი 8 000 სამხედრო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 2 441 630 ერთეულით, მათ შორის 1 550 500 სამხედრო მოსამსახურით“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„არსებითად, რუსეთმა უკვე დაიწყო დამატებითი მობილიზაცია, ის აფართოებს საკუთარ რიგებში რეკრუტირების მასშტაბებს და ამისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებს. იგი ასევე გეგმავს უცხოელთა რიცხვის გაზრდას და მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყნების მთავრობებმა, საიდანაც რუსეთი თავის რიგებში ხალხს იბირებს, ამას წინააღმდეგობა გაუწიონ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.