ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ედიშერ გვენეტაძე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე: „მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ვინაიდან „რაც მტრობას

ისტორიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და აფხაზეთთან ურთიერთობის აღდგენა გლობალურ პროცესებზეა დამოკიდებული. მისი თქმით, მიზანია ისეთი ერთიანი ქართულ-აფხაზური სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ყველასათვის მისაღები და სიკეთის მომტანი იქნება.

ედიშერ გვენეტაძე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე: „მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ვინაიდან „რაც მტრობას
ედიშერ გვენეტაძე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე: „მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ვინაიდან „რაც მტრობასPOSTV

„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ვინაიდან „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო“. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ქართულ-აფხაზური სახელმწიფო, რომელიც ერთიანად მისაღები და სიკეთის მომტანი იქნება აბსოლუტურად ყველასათვის“, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

„რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ამის მოსმენა, აფხაზეთთან ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, არც მხოლოდ ქართველ და აფხაზ ხალხზეა დამოკიდებული – ეს დამოკიდებულია იმ გლობალურ პროცესებზე, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს ირგვლივ, და იმ ტურბულენტურ საერთაშორისო ურთიერთობებზე, რომლებიც ჩვენ გარშემო ტრიალებს. ერთი სიტყვით, იმაზე, თუ როგორ წარიმართება პროცესები მსოფლიოში და, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში.

დღეს მიმდინარეობს მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების პროცესი. ამ პროცესში (ჯერჯერობით და, ვფიქრობ, ასეც იქნება) ჩვენ ძალიან კარგად მივდივართ. არავინ იცის, წინ როგორი პროცესები მოგველის. ისე წავიდა პოლიტიკოსთა საქმე, რომ მთელი მსოფლიო რომ შემოიარო და სანთლით ეძებო, ვერ იპოვი ისეთ პოლიტიკოსებს, როგორებიც ოდესღაც იყვნენ დედამიწაზე. ამიტომ უმთავრესი ამოცანაა ჩვენი ფიზიკური გადარჩენა და, ამავდროულად, სახელმწიფოებრიობის გადარჩენა. ამიტომ ერთ დღეს შეიძლება პროცესები ისე განვითარდეს (და აქეთკენ მიდის კიდეც), რომ ჩვენ ეს პროცესი ძალიან დიდი გამარჯვებით დავასრულოთ.

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ვინაიდან „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო“. ამიტომ ეს არის დროის საკითხი, ეს არის საერთაშორისო ურთიერთობებში პროცესების განვითარების ამბავი. მართალია, ბევრი ვაწყენინეთ ერთმანეთს, სისხლისღვრამდეც მივედით, მაგრამ ნახეთ, როგორი სიტუაცია იყო გერმანელებსა და რუსებს შორის, სანამ მსოფლიო აირეოდა. რა არ ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ გაკეთებული, მაგრამ სანამ 2000-იანი წლები დაიწყებოდა და მიუნხენის კონფერენცია იქნებოდა, როგორი ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან – ის წარსული უკვე დავიწყებას იყო მიცემული. ასევე იქნება ჩვენს შემთხვევაშიც.

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, გავისიგრძეგანოთ და ვთქვათ: არა, არ ვეთამაშოთ ქარის წისქვილებს, არამედ რეალობიდან გამომდინარე გადავწყვიტოთ ის საკითხები, რომლებიც მიგვიყვანს სოხუმამდე. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ქართულ-აფხაზური სახელმწიფო, რომელიც ერთიანად მისაღები და სიკეთის მომტანი იქნება აბსოლუტურად ყველასათვის“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ვინაიდან „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო“. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ქართულ-აფხაზური სახელმწიფო, რომელიც ერთიანად მისაღები და სიკეთის მომტანი იქნება აბსოლუტურად ყველასათვის“
„რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ამის მოსმენა, აფხაზეთთან ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, არც მხოლოდ ქართველ და აფხაზ ხალხზეა დამოკიდებული – ეს დამოკიდებულია იმ გლობალურ პროცესებზე, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს ირგვლივ, და იმ ტურბულენტურ საერთაშორისო ურთიერთობებზე, რომლებიც ჩვენ გარშემო ტრიალებს. ერთი სიტყვით, იმაზე, თუ როგორ წარიმართება პროცესები მსოფლიოში და, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში. დღეს მიმდინარეობს მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების პროცესი. ამ პროცესში (ჯერჯერობით და, ვფიქრობ, ასეც იქნება) ჩვენ ძალიან კარგად მივდივართ. არავინ იცის, წინ როგორი პროცესები მოგველის. ისე წავიდა პოლიტიკოსთა საქმე, რომ მთელი მსოფლიო რომ შემოიარო და სანთლით ეძებო, ვერ იპოვი ისეთ პოლიტიკოსებს, როგორებიც ოდესღაც იყვნენ დედამიწაზე. ამიტომ უმთავრესი ამოცანაა ჩვენი ფიზიკური გადარჩენა და, ამავდროულად, სახელმწიფოებრიობის გადარჩენა. ამიტომ ერთ დღეს შეიძლება პროცესები ისე განვითარდეს (და აქეთკენ მიდის კიდეც), რომ ჩვენ ეს პროცესი ძალიან დიდი გამარჯვებით დავასრულოთ. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ვინაიდან „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო“. ამიტომ ეს არის დროის საკითხი, ეს არის საერთაშორისო ურთიერთობებში პროცესების განვითარების ამბავი. მართალია, ბევრი ვაწყენინეთ ერთმანეთს, სისხლისღვრამდეც მივედით, მაგრამ ნახეთ, როგორი სიტუაცია იყო გერმანელებსა და რუსებს შორის, სანამ მსოფლიო აირეოდა. რა არ ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ გაკეთებული, მაგრამ სანამ 2000-იანი წლები დაიწყებოდა და მიუნხენის კონფერენცია იქნებოდა, როგორი ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან – ის წარსული უკვე დავიწყებას იყო მიცემული. ასევე იქნება ჩვენს შემთხვევაშიც. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, გავისიგრძეგანოთ და ვთქვათ: არა, არ ვეთამაშოთ ქარის წისქვილებს, არამედ რეალობიდან გამომდინარე გადავწყვიტოთ ის საკითხები, რომლებიც მიგვიყვანს სოხუმამდე. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ქართულ-აფხაზური სახელმწიფო, რომელიც ერთიანად მისაღები და სიკეთის მომტანი იქნება აბსოლუტურად ყველასათვის“
ედიშერ გვენეტაძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ედიშერ გვენეტაძე აფხაზეთთან დაკავშირებით რადიკალების განცხადებებზე: „როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ერთმანეთისგანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები