ედიშერ გვენეტაძე აფხაზეთთან დაკავშირებით რადიკალების განცხადებებზე: „როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ერთმანეთისგან
ისტორიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ ოპოზიციური პოლიტიკოსების განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები შეთანხმებულია და მიზნად ისახავს ქართველ და აფხაზ ხალხს შორის დაწყებული დაახლოების პროცესისთვის საფრთხის შექმნას.

„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოუვიდათ ეს აზრები სააკაშვილს, ბარამიძესა და გვარამიას? ეს შეთანხმებული იყო იმისთვის, რომ საფრთხე შეექმნას ქართველ და აფხაზ ხალხს შორის დაწყებულ დაახლოების პროცესს“, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ აფხაზეთთან დაკავშირებით რადიკალების განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის იმ ძალების ნამდვილი სახე, რომელსაც ჩვენ უსამშობლოებს ვუწოდებთ, უფრო მეტიც, ისინი არიან მეხუთე კოლონა – გარედან დაფინანსებულნი, რომლებსაც თავიანთი დამფინანსებლები რასაც ეტყვიან, იმას ლაპარაკობენ. თუმცა გავიხსენოთ, რომ ეს პროცესი გუშინ არ დაწყებულა – გვახსოვს ჩვენ ერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც ერთ დროს ხელისუფლებაშიც, კოალიციურ ძალაში იყო და პარლამენტში 1993 წლიდან მოყოლებული ხშირად იმყოფებოდა. იმათი ძალების გარკვეული წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ აფხაზეთის ჩამოცილებას საქართველოდან და უნდა ვაღიაროთ აფხაზეთის დამოუკიდებლობაო. ახლა სხვას მიეცა დავალება, ეს რომ გაეჟღერებინა.
ესენი არიან ის გლობალისტური ძალები, რომელმა ძალებმაც მოახდინეს ის, რაც მოახდინეს 90-იან წლებში, და არავინ იფიქროს, რომ ეს გადადიოდა მარტო ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების კისერზე – მათთან ერთად სხვა ძალებიც იყვნენ ჩართული. ვინც ამას ვერ ხვდება, ის ვერც იმას მიხვდება, თუ რა იყო ამ საქმეში ჩადებული, რამაც ქართველი და აფხაზი ხალხისთვის ძალიან მტკივნეული პროცესები გამოიწვია.
როდესაც იწყება ოდნავ მაინც ლღობა იმ ყინულისა, რაც ჩააგდეს ქართველებსა და აფსუებს შორის იმ გლობალისტურმა ძალებმა, მაშინვე იორკესტრირებულად ვიღაც გარედან აძლევს ნიშანს და ეს გვარამიები, ბარამიძეები და სხვები იწყებენ იმ ყიყინს, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.
პოლიტიკა ხელოვნებაა და პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოუვიდათ ეს აზრები სააკაშვილს, ბარამიძესა და გვარამიას? ეს შეთანხმებული იყო იმისათვის, რომ არ მოხდეს ის დაახლოების პროცესი, რომელიც დაწყებულია. ეს ფაქტია და ეს უნდა დავინახოთ“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
ციტატები სტატიიდან
„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოუვიდათ ეს აზრები სააკაშვილს, ბარამიძესა და გვარამიას? ეს შეთანხმებული იყო იმისთვის, რომ საფრთხე შეექმნას ქართველ და აფხაზ ხალხს შორის დაწყებულ დაახლოების პროცესს“
„ეს არის იმ ძალების ნამდვილი სახე, რომელსაც ჩვენ უსამშობლოებს ვუწოდებთ, უფრო მეტიც, ისინი არიან მეხუთე კოლონა – გარედან დაფინანსებულნი, რომლებსაც თავიანთი დამფინანსებლები რასაც ეტყვიან, იმას ლაპარაკობენ. თუმცა გავიხსენოთ, რომ ეს პროცესი გუშინ არ დაწყებულა – გვახსოვს ჩვენ ერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც ერთ დროს ხელისუფლებაშიც, კოალიციურ ძალაში იყო და პარლამენტში 1993 წლიდან მოყოლებული ხშირად იმყოფებოდა. იმათი ძალების გარკვეული წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ აფხაზეთის ჩამოცილებას საქართველოდან და უნდა ვაღიაროთ აფხაზეთის დამოუკიდებლობაო. ახლა სხვას მიეცა დავალება, ეს რომ გაეჟღერებინა. ესენი არიან ის გლობალისტური ძალები, რომელმა ძალებმაც მოახდინეს ის, რაც მოახდინეს 90-იან წლებში, და არავინ იფიქროს, რომ ეს გადადიოდა მარტო ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების კისერზე – მათთან ერთად სხვა ძალებიც იყვნენ ჩართული. ვინც ამას ვერ ხვდება, ის ვერც იმას მიხვდება, თუ რა იყო ამ საქმეში ჩადებული, რამაც ქართველი და აფხაზი ხალხისთვის ძალიან მტკივნეული პროცესები გამოიწვია. როდესაც იწყება ოდნავ მაინც ლღობა იმ ყინულისა, რაც ჩააგდეს ქართველებსა და აფსუებს შორის იმ გლობალისტურმა ძალებმა, მაშინვე იორკესტრირებულად ვიღაც გარედან აძლევს ნიშანს და ეს გვარამიები, ბარამიძეები და სხვები იწყებენ იმ ყიყინს, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. პოლიტიკა ხელოვნებაა და პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოუვიდათ ეს აზრები სააკაშვილს, ბარამიძესა და გვარამიას? ეს შეთანხმებული იყო იმისათვის, რომ არ მოხდეს ის დაახლოების პროცესი, რომელიც დაწყებულია. ეს ფაქტია და ეს უნდა დავინახოთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.