ედიშერ გვენეტაძე ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზე: „ერთ დღეში გადასაწყვეტი პრობლემა ეს არ არის, ამას თანდათანობით ისტორიული მსვლელობის პროცესი განაპირობებს. თანდათან დგება დრო, როცა საქართველომ ეს სტატუსი უნდა მოიპოვოს და ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი გადამრჩენელი ჩვენი, როგორც ფიზიკური, ისე პოლიტიკური სახელმწიფოებრიობისა“
ისტორიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, დგება დრო, როცა საქართველომ ნეიტრალიტეტის სტატუსი უნდა მოიპოვოს, რაც ქვეყნის ფიზიკური და პოლიტიკური სახელმწიფოებრიობის გადამრჩენელი იქნება.

„ერთ დღეში გადასაწყვეტი პრობლემა ეს არ არის, ამას თანდათანობით ისტორიული მსვლელობის პროცესი განაპირობებს. თანდათან დგება დრო, როცა საქართველომ ეს სტატუსი უნდა მოიპოვოს და ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი გადამრჩენელი ჩვენი, როგორც ფიზიკური, ისე პოლიტიკური სახელმწიფოებრიობისა“, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
„იცვლება გეოპოლიტიკა, სიტუაციები და პოლიტიკური მდგომარეობა, და შემთხვევითი არ ეგონოს ვინმეს მილიარდნახევრიანი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი და მისი სიტყვები. ასევე გავიხსენოთ სი ძინპინის სიტყვები ყოფილი პრემიერის ვიზიტის დროს – მაშინ მან ასეთი სიტყვები თქვა საქართველოზე: რაც უნდა მოხდეს, ჩინეთი საქართველოს არ მიატოვებს და სტრატეგიული პარტნიორი იქნებაო. ამიტომ ჩვენ ფაქტობრივად ისეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს, რაც ერთი მხრივ არის ძალიან კარგი, ხოლო მეორე მხრივ – ძალიან ცუდი. რატომ? კარგი იქნება თუ ჭკვიანურად გამოვიყენებთ ამას, ხოლო თუ ვერ გამოვიყენებთ – იქნება ძალიან ცუდი.
რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, ეს სტატუსი მოდის ჩვენსკენ. ერთ დღეში გადასაწყვეტი პრობლემა ეს არ არის, ამას თანდათანობით ისტორიული მსვლელობის პროცესი განაპირობებს. თანდათან დგება დრო, როცა საქართველომ უნდა თქვას, რომ მას გააჩნია ნეიტრალური სტატუსი, მოიპოვოს ეს სტატუსი, რომელიც აღიარებული იქნება სახელწმიფოების მიერ. ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი გადამრჩენელი ჩვენი – როგორც ფიზიკური, ისე პოლიტიკური სახელმწიფოებრიობისა“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
ციტატები სტატიიდან
„ერთ დღეში გადასაწყვეტი პრობლემა ეს არ არის, ამას თანდათანობით ისტორიული მსვლელობის პროცესი განაპირობებს. თანდათან დგება დრო, როცა საქართველომ ეს სტატუსი უნდა მოიპოვოს და ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი გადამრჩენელი ჩვენი, როგორც ფიზიკური, ისე პოლიტიკური სახელმწიფოებრიობისა“
„იცვლება გეოპოლიტიკა, სიტუაციები და პოლიტიკური მდგომარეობა, და შემთხვევითი არ ეგონოს ვინმეს მილიარდნახევრიანი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი და მისი სიტყვები. ასევე გავიხსენოთ სი ძინპინის სიტყვები ყოფილი პრემიერის ვიზიტის დროს – მაშინ მან ასეთი სიტყვები თქვა საქართველოზე: რაც უნდა მოხდეს, ჩინეთი საქართველოს არ მიატოვებს და სტრატეგიული პარტნიორი იქნებაო. ამიტომ ჩვენ ფაქტობრივად ისეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს, რაც ერთი მხრივ არის ძალიან კარგი, ხოლო მეორე მხრივ – ძალიან ცუდი. რატომ? კარგი იქნება თუ ჭკვიანურად გამოვიყენებთ ამას, ხოლო თუ ვერ გამოვიყენებთ – იქნება ძალიან ცუდი. რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, ეს სტატუსი მოდის ჩვენსკენ. ერთ დღეში გადასაწყვეტი პრობლემა ეს არ არის, ამას თანდათანობით ისტორიული მსვლელობის პროცესი განაპირობებს. თანდათან დგება დრო, როცა საქართველომ უნდა თქვას, რომ მას გააჩნია ნეიტრალური სტატუსი, მოიპოვოს ეს სტატუსი, რომელიც აღიარებული იქნება სახელწმიფოების მიერ. ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი გადამრჩენელი ჩვენი – როგორც ფიზიკური, ისე პოლიტიკური სახელმწიფოებრიობისა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…