ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გურამ მაჭარაშვილი: "სააკაშვილის, გვარამიასა და ბარამიძის განცხადებები მიზანმიმართული გეგმის ნაწილია -

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და გიორგი ბარამიძის განცხადებებს აფხაზეთთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ეს რადიკალური ჯგუფების მიზანმიმართული გეგმაა ტერიტორიების დათმობის ხარჯზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

გურამ მაჭარაშვილი: "სააკაშვილის, გვარამიასა და ბარამიძის განცხადებები მიზანმიმართული გეგმის ნაწილია -
გურამ მაჭარაშვილი: "სააკაშვილის, გვარამიასა და ბარამიძის განცხადებები მიზანმიმართული გეგმის ნაწილია -POSTV

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აფხაზეთთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და გიორგი ბარამიძის განცხადებებს ეხმაურება.

„აფხაზეთთან დაკავშირებით სააკაშვილის, გვარამიასა და ბარამიძის განცხადებები არ არის პროვოკაცია, ეს ჩვეულებრივი მიზანმიმართული გეგმაა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ჰქონდათ.

ლოგიკას რომ მივყვეთ, რაც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, – აფხაზეთთან ჩვენ ვერ შევრიგდებით, ეს ფაქტია და ამას ვერაფერი შეცვლისო… იგივე გაიმეორა ბარამიძემაც, ოღონდ უფრო რთული ფორმით. გვარამიამ, საერთოდ, ამ „მენტალური ტვირთისგან“ გათავისუფლებისკენ მოგვიწოდა, რადგან, სხვა შემთხვევაში, წინ ვერ წავალთო.

ასეთი რიტორიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა: ამ რადიკალურ ჯგუფებს სურთ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დათმობის ხარჯზე ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ყოველგვარი უფლებებისა და სუვერენიტეტის გარეშე, მუნიციპალიტეტის დონეზე.

მოლდოვის მსგავსად, რომელიც რუმინეთს იმიტომ შეუერთდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებულიყო.

ნატო გვინდა იმიტომ, რომ არ დავკარგოთ ტერიტორიები, მაგრამ ამ კავშირში გაწევრიანების საფასური თუ საკუთარი მიწების დაკარგვაა, მაშინ სად არის ლოგიკა?!

ეს ადამიანები [რადიკალური ოპოზიცია] მენტალურად მონები არიან. ევროკავშირი მათთვის წმინდათაწმინდაა, ხოლო ევრობიუროკრატებისგან წამოსული ნებისმიერი მოთხოვნა – წმინდა გზავნილი.

კიდევ უფრო რომ ჩავუღრმავდეთ, 2008 წლის ომი სააკაშვილმა, მისი თქმით, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით დაიწყო.

თუკი სააკაშვილი ამტკიცებს იმას, რომ მას უნდა დაეცვა საკუთარი ტერიტორია, მაგრამ ამბობს იმასაც, რომ აფხაზებთან შერიგება წარმოუდგენელია (მაშინაც და ახლაც), აქ ისმის კითხვა – რატომ წამოიწყო ეს პროცესები კონსტიტუციური წესრიგის დამყარების საფარქვეშ, ან როგორ აპირებდა ამის განხორციელებას – აფხაზების ჩახოცვის ხარჯზე? შესაბამისად, ეს ადამიანები – სააკაშვილიც, გვარამიაც და ბარამიძეც – ასეთი განცხადებებით საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან. აქ არაფერ შუაშია წამოცდენა – ისინი ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აფხაზეთთან დაკავშირებით სააკაშვილის, გვარამიასა და ბარამიძის განცხადებები არ არის პროვოკაცია, ეს ჩვეულებრივი მიზანმიმართული გეგმაა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ჰქონდათ. ლოგიკას რომ მივყვეთ, რაც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, – აფხაზეთთან ჩვენ ვერ შევრიგდებით, ეს ფაქტია და ამას ვერაფერი შეცვლისო… იგივე გაიმეორა ბარამიძემაც, ოღონდ უფრო რთული ფორმით. გვარამიამ, საერთოდ, ამ „მენტალური ტვირთისგან“ გათავისუფლებისკენ მოგვიწოდა, რადგან, სხვა შემთხვევაში, წინ ვერ წავალთო. ასეთი რიტორიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა: ამ რადიკალურ ჯგუფებს სურთ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დათმობის ხარჯზე ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ყოველგვარი უფლებებისა და სუვერენიტეტის გარეშე, მუნიციპალიტეტის დონეზე. მოლდოვის მსგავსად, რომელიც რუმინეთს იმიტომ შეუერთდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებულიყო. ნატო გვინდა იმიტომ, რომ არ დავკარგოთ ტერიტორიები, მაგრამ ამ კავშირში გაწევრიანების საფასური თუ საკუთარი მიწების დაკარგვაა, მაშინ სად არის ლოგიკა?! ეს ადამიანები [რადიკალური ოპოზიცია] მენტალურად მონები არიან. ევროკავშირი მათთვის წმინდათაწმინდაა, ხოლო ევრობიუროკრატებისგან წამოსული ნებისმიერი მოთხოვნა – წმინდა გზავნილი. კიდევ უფრო რომ ჩავუღრმავდეთ, 2008 წლის ომი სააკაშვილმა, მისი თქმით, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით დაიწყო. თუკი სააკაშვილი ამტკიცებს იმას, რომ მას უნდა დაეცვა საკუთარი ტერიტორია, მაგრამ ამბობს იმასაც, რომ აფხაზებთან შერიგება წარმოუდგენელია (მაშინაც და ახლაც), აქ ისმის კითხვა – რატომ წამოიწყო ეს პროცესები კონსტიტუციური წესრიგის დამყარების საფარქვეშ, ან როგორ აპირებდა ამის განხორციელებას – აფხაზების ჩახოცვის ხარჯზე? შესაბამისად, ეს ადამიანები – სააკაშვილიც, გვარამიაც და ბარამიძეც – ასეთი განცხადებებით საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან. აქ არაფერ შუაშია წამოცდენა – ისინი ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ“
გურამ მაჭარაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.