ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რა ქონებას ფლობს კულტურის ახალი მინისტრი მაია ბითაძე?

რა ქონებას ფლობს კულტურის ახალი მინისტრი, მაია ბითაძე? მის მიერ 2026 წლის იანვარში წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, კულტურის ახალი მინისტრის

რა ქონებას ფლობს კულტურის ახალი მინისტრი მაია ბითაძე?
რა ქონებას ფლობს კულტურის ახალი მინისტრი მაია ბითაძე?ალია

რა ქონებას ფლობს კულტურის ახალი მინისტრი, მაია ბითაძე?

მის მიერ 2026 წლის იანვარში წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, კულტურის ახალი მინისტრის საკუთრებაშია 134.5 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2020 წელს 66 000 დოლარად აქვს შეძენილი. ასევე მის სახელზეა რეგისტრირებული იგივე მისამართზე მდებარე 21.8 კვ.მ. ფართობის ავტოფარეხი, რომელიც 2024 წელს 13 806 ლარად არის შეძენილი.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ბითაძეს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 5 595 ლარი და 1 900 ევრო; ნაღდი ფულადი სახით კი 40 000 ლარის; 30 000 ევროსა და 5 500 დოლარის დანაზოგი ჰქონდა.

რაც შეეხება მის მიერ 2025 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავალს, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე 25 794 ლარი; პარლამენტის წევრის პოზიციაზე კი 119 731 ლარი აქვს მიღებული. მასვე კვლევით საქმიანობაში ჰონორარის სახით 1 532 ევროს შემოსავალი აქვს მიღებული.(ბიზნესპრესნიუსი)

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა მაია ბითაძე, მას აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება, მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს მთავარი კრიტერიუმია, რის საფუძველზეც ვთხოვეთ დაეკავებინა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები