კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნის კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა მისი მრავალწლიანი მართვის გამოცდილება და წარსულში დაკავებული თანამდებობები.

საქართველოს კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა, - ამის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნება ქალბატონი მაია ბითაძე. მას საზოგადოებაში განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ქალბატონ მაია ბითაძეს აქვს მართვის განსაკუთრებული და მრავალწლიანი გამოცდილება. მრავალი წლის განმავლობაში, ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას, მათ შორის, ის იყო გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, ასევე, ის გახლდათ ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, გარკვეული ხნის განმავლობაში, კურირებდა კულტურის მიმართულებასაც. 2020 წლიდან ქალბატონი მაია ბითაძე არის საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე", - განაცხადა საქართველოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატია"პირველების" ინფორმაციით კულტურის მინისტრად მაია ბითაძე ინიშნება
საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობას მაია ბითაძე დაიკავებს
"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა -კულტურის მინისტრი მაია ბითაძე იქნება
კულტურის მინისტრად დაინიშნა პარლამენტარი მაია ბითაძე
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე ინიშნება.
საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობას მაია ბითაძე დაიკავებს • POSTV
კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნა
თეა წულუკიანმა მაია ბითაძის კულტურის მინისტრად დანიშვნა მოიწონა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…