ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პოლონეთი საჰაერო თავდაცვის წესებს ცვლის

ქართული ოცნება

პოლონეთმა საჰაერო თავდაცვის წესები შეცვალა, რათა პოტენციურ საფრთხეებზე, კერძოდ დრონებსა და რაკეტებზე, უფრო სწრაფი რეაგირების საშუალება მიეცეს. ცვლილების თანახმად, ცეცხლის გახსნამდე ვიზუალური იდენტიფიკაცია აღარ იქნება სავალდებულო, თუ სხვა ინფორმაცია საკმარის იდენტიფიკაციას უზრუნველყოფს. გადაწყვეტილება პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდალმა, გენერალმა ირენეუშ ნოვაკმა მიიღო.

პოლონეთი საჰაერო თავდაცვის წესებს ცვლის
პოლონეთი საჰაერო თავდაცვის წესებს ცვლისნეტგაზეთი

პოლონეთი საჰაერო თავდაცვის წესებს ცვლის, რათა პოტენციურ საფრთხეებზე უფრო სწრაფი რეაგირების საშუალება მიეცეს.

კერძოდ, ცეცხლის გახსნამდე ვიზუალური იდენტიფიკაცია აღარ იქნება სავალდებულო, თუ სხვა ინფორმაცია საკმარის იდენტიფიკაციას უზრუნველყოფს.

ცვლილება მიზნად ისახავს საჰაერო საფრთხეებზე, მათ შორის რეაქტიული ძრავის მქონე დრონებსა და ფრთოსან რაკეტებზე, უფრო სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას.

პროცედურების შეცვლის გადაწყვეტილება პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდალმა, გენერალმა ირენეუშ ნოვაკმა მიიღო.

როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, პოლონეთი ცვლის მტრულად მიჩნეულ საჰაერო ობიექტებზე რეაგირების წესებს და ცეცხლის გასახსნელად სავალდებულო წინაპირობად ვიზუალურ იდენტიფიკაციას აუქმებს.

მისი თქმით, ეს ცვლილება საჰაერო ომში არსებულ ახალ ტენდენციებს, მათ შორის, რუსეთის მიერ რეაქტიული დრონების გაზრდილ გამოყენებას და ისეთი საფრთხეების წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების აუცილებლობას პასუხობს, როგორიცაა ფრთოსანი რაკეტები.

აღსანიშნავია, რომ 28 სექტემბერს შუადღისას რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა დასავლეთ უკრაინის სამიზნეებზე. რუსული დრონი უკრაინა-პოლონეთის გამშვებ პუნქტთან, უკრაინულ მხარეს ჩამოვარდა. პოლონეთის ოფიციალურმა პირებმა მეზობელ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე საჰაერო იერიშის საფრთხის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილეს. აღმოსავლეთ პოლონეთის მოქალაქეებს თავშესაფრებისკენ წასვლისკენ მოუწოდეს, რადგან ქალაქ ლუბლინში განგაშის სირენები ჩაირთო.

მანამდე, 17 სექტემბერს, დასავლეთ უკრაინაზე თავდასხმის დროს პოლონეთის საზღვარს რუსული დრონი მიუახლოვდა. წარსულში, 2023 წლის დეკემბერსა და 2024 წლის მარტში, რუსული ფრთოსანი რაკეტები პოლონეთის საჰაერო სივრცეშიც შეიშჭრა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.