ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

კიევი ეხმაურება რუსეთის დარტყმას მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაზე - "არის ცნობები დაღუპულებსა და...

რუსეთის ფედერაციამ კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაზე, სარაკეტო და დრონებით იერიშები მიიტანა. უკრაინული მხარის განცხადებით, თავდასხმების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ მკაცრად დაგმეს მომხდარი და საერთაშორისო თანამეგობრობას უფრო მკაცრი რეაგირებისა და დამატებითი დახმარებისკენ მოუწოდეს.

კიევი ეხმაურება რუსეთის დარტყმას მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაზე - "არის ცნობები დაღუპულებსა და...
კიევი ეხმაურება რუსეთის დარტყმას მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაზე - "არის ცნობები დაღუპულებსა და...რადიო თავისუფლება

"უკრაინის ყველა პარტნიორმა ამ ტერორით, ამ დარტყმებით უნდა დაინახოს, რომ უკრაინის მხარდაჭერა ნიშნავს ადამიანების სიცოცხლის ჭეშმარიტად მხარდაჭერას - იმ პრინციპის მხარდაჭერას, რომ ტერორი არასდროს, არსად უნდა ნორმალიზდეს. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ამ ყველაფერზე და რეალური შედეგები იწვნიოს", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 28 სექტემბერს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის - მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ.

მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია: მაშველები აქრობენ ცეცხლს და ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს.

უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ: კიევში თავდასხმები იყო აგრეთვე ფარმაცევტულ კომპანიაზე და ბენზინგასამართ სადგურებზე; დნიპროში - ბიზნესცენტრზე; სხვა ქალაქებსა და ოლქებში - სამოქალაქო ობიექტებზე, ბიზნესებზე და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე - "სამწუხაროდ, არიან დაღუპულები...", - წერს ზელენსკი.

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაზე თავდასხმის გამო განცხადება გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამაც:

“დღისით-მზისით, კიევის შუაგულში, რუსეთმა დაარტყა უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობას. არის ცნობები დაღუპულებსა და დაშავებულებზე.

რუსეთის ცინიზმს საზღვარი არ გააჩნია. სამუშაო საათებში, ხალხით სავსე სამეცნიერო დაწესებულება იქცა რუსეთის ტერორის მორიგ სამიზნედ".

სიბიჰას სიტყვებით, რუსეთი სულ უფრო აფართოვებს თავდასხმების ფარგლებს, რომლებსაც, "მისი შეხედულებით, მსოფლიო მოთმინებით უპასუხებს":

"ყოველი თავდასხმა, რომელსაც არ გაეცემა ძლიერი პასუხი, მხოლოდ შემდგომი თავდასხმის წახალისებაა.

ჩვენს პარტნიორებს აქვთ საშუალებები ამ გათვლების შესაცვლელად. უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი რაკეტების გადამჭერი ჩვენი ქალაქების დასაცავად, უფრო მკაცრი სანქციები რუსეთის ომის რესურსების გარეშე დასატოვებლად და უფრო ძლიერი ზეწოლა ყველაზე, ვინც მოსკოვს მკვლელობის მანქანის შენარჩუნებაში ეხმარება".

ანდრი სიბიჰა აცხადებს, რომ "უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის ფასი აგრესორისთვის გაუსაძლისი უნდა გახდეს".

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს იუნესკოს, ხმის და მის არჩევით უწყებებში წევრობის უფლება ჩამოართვას "აგრესორ სახელმწიფოს".

28 სექტემბერს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის დედაქალაქში არაერთ სამოქალაქო შენობაზე განახორციელა დარტყმები. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაში მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.

ონლაინგამოცემა "უკრაინსკა პრავდას" ინფორმაციით აკადემიის შენობაზე დრონით იერიშის შედეგად დაიღუპა ნატალია ბუკალო, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივნის ვოლოდიმირ ჰორბულინის მეუღლე. ამის შესახებ გამოცემას აცნობა დაღუპული ქალის თანამშრომელმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უკრაინის ყველა პარტნიორმა ამ ტერორით, ამ დარტყმებით უნდა დაინახოს, რომ უკრაინის მხარდაჭერა ნიშნავს ადამიანების სიცოცხლის ჭეშმარიტად მხარდაჭერას - იმ პრინციპის მხარდაჭერას, რომ ტერორი არასდროს, არსად უნდა ნორმალიზდეს. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ამ ყველაფერზე და რეალური შედეგები იწვნიოს“
ვოლოდიმირ ზელენსკი
„სამწუხაროდ, არიან დაღუპულები...“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ყოველი თავდასხმა, რომელსაც არ გაეცემა ძლიერი პასუხი, მხოლოდ შემდგომი თავდასხმის წახალისებაა. ჩვენს პარტნიორებს აქვთ საშუალებები ამ გათვლების შესაცვლელად. უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი რაკეტების გადამჭერი ჩვენი ქალაქების დასაცავად, უფრო მკაცრი სანქციები რუსეთის ომის რესურსების გარეშე დასატოვებლად და უფრო ძლიერი ზეწოლა ყველაზე, ვინც მოსკოვს მკვლელობის მანქანის შენარჩუნებაში ეხმარება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის ფასი აგრესორისთვის გაუსაძლისი უნდა გახდეს“
ანდრი სიბიჰა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.