ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

კალასი: გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს

ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება განიხილეს. უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ხაზი გაუსვა გადაიარაღების აუცილებლობასა და უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობას.

კალასი: გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს
კალასი: გვინდა, რომ ეს ომი დასრულდესრადიო თავისუფლება

28 სექტემბერს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი შეიკრიბა. ის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრითა და ევროკავშირის თავდაცვისთვის მზადყოფნის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციით დაიწყო.

მინისტერიალის ყურადღების ცენტრში იყო ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ის დაიწყო “ევროპის თავდაცვის სააგენტოს” (EDA) მმართველ საბჭოსთან შეხვედრით და დამტკიცდა სააგენტოს გაძლიერების შემდგომი ეტაპი.

EDA-ს უფლება ენიჭება, გაზარდოს შესყიდვები და კონცენტრირდეს თავდაცვით ინოვაციებზე, აგრეთვე დაეხმაროს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შესაძლებლობების ერთობლივად განვითარებაში.

მინისტერიალზე განხილული იყო ევროკავშირის თავდაცვითი მზადყოფნის პირველი ანგარიში. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა:

“ევროპას სჭირდება უფრო სწრაფად და ეფექტიანად გადაიარაღება, რომ შეესაბამებოდეს ჩვენს 2030 წლის მიზნებს. ევროპამ მკვეთრად უნდა შეცვალოს თავდაცვითი ინვესტიციის, შესაძლებლობების განვითარების, ინოვაციისა და სამრეწველო შესაძლებლობების მასშტაბი და ტემპი".

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ უკრაინისთვის 6,6 მილიარდი ევროს გადაცემაზე “ევროპის მშვიდობის მექანიზმის” (EPF) ფონდებიდან. შემდეგ ნაბიჯად კალასი წევრ ქვეყნებთან განიხილავს EPF-ის ახალი თანხებით შევსების გზებს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება საჰაერო თავდაცვა და რომ ევროკავშირმა უკვე დაამტკიცა “უკრაინის მხარდაჭერის სესხის” ფარგლებში 28,3 მილიარდი ევროს შესყიდვები, რომელიც მოიცავს “პეტრიოტის” რაკეტების შეძენას აშშ-ის მწარმოებლისგან მომავალში - “თუმცა რაკეტების წარმოებას დრო სჭირდება და კიევს კი “პეტრიოტები” სჭირდება ახლა”.

ერთ-ერთ გზად ევროკავშირი განიხილავს უკრაინისთვის “პეტრიოტების” მიწოდებას წევრი ქვეყნების არსებული მარაგებიდან და მოგვიანებით ისინი შეივსებენ დანაკლისს აშშ-დან მიღებული რაკეტებით.

მინისტერიალზე იმსჯელეს უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებაზე და აგრეთვე უკრაინაში საწვრთნელი ცენტრების დაფინანსებაზე.

“რუსეთის ომის შესაჩერებლად უნდა შევამციროთ მოსკოვის მიერ მისი დაფინანსების შესაძლებლობა, მათ შორის “ჩრდილოვანი ფლოტის” მეშვეობით. ევროკავშირის საზღვაოსნო ოპერაცია IRINI-ს ფარგლებში ბოლო თვეებში განხორციელდა საეჭვო გემების ექვსი დათვალიერება, რითაც ევროკავშირი მსგავსი ოპერაციების წამყვან აქტორად იქცა“, - განაცხადა 28 სექტემბრის მინისტერიალის დასრულების შემდეგ კაია კალასმა.

მინისტერიალის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკავშირის თავდაცვითი მზადყოფნის ანგარიშის შესახებ მედიას განუცხადა:

„უამრავი რამ გავაკეთეთ. თავდაცვაში ინვესტირება გაიზარდა, თუმცა იმავდროულად, გვაქვს დიდი სიცარიელეები თავდაცვისუნარიანობის სფეროში და ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, როგორ შევავსოთ ეს სიცარიელეები“.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ 28 სექტემბრის მინისტერიალის დღის წესრიგში იყო შუა აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ამ რეგიონში ევროკავშირის სანაოსნო ოპერაციები:

„ჩვენ გვაქვს ოპერაცია ASPIDES [ევროკავშირის საზღვაოსნო თავდაცვითი ოპერაცია-რ.თ.], მაგრამ მისი ქმედითობისთვის საჭიროა მეტი საზღვაოსნო შესაძლებლობები. საჭიროება გაცილებით დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. უამრავი მოთხოვნა გვაქვს გემების ესკორტირებაზე“.

მინისტერიალის კიდევ ერთი განსახილველი თემა - ევროკავშირზე ჰიბრიდული თავდასხმები და მასზე საგანგებო ვითარებისთვის ევროკავშირის პროტოკოლის შემუშავება.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების საჭიროების პარალელურად გასულ კვირაში ორი რუსი ოლიგარქის სასანქციო სიიდან ამოღებას ეხებოდა, კალასმა უპასუხა, რომ ეს გადაწყვეტილება „დასანანია“, მაგრამ საჭიროა „კონცენტრაცია დადებით მხარეზე, რაც ის არის, რომ 2998 პირს სამი წლით გაუგრძელდა სანქციები. მათი სიიდან ამოღებისთვის ყველას თანხმობა იქნება საჭირო, ვადის გახანგრძლივებას კი არ დასჭირდება ყველას თანხმობა“, - განაცხადა კაია კალასმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მუშაობს სანქცირებულთა სიის გაფართოებაზე, რომ მეტი ზეწოლა იყოს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე და მის დაფინანსებაზე, „რადგან გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს“.

“ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან დაზვერვის მონაცემები გვაჩვენებს, რომ რუსეთი გეგმავს საბოტაჟის მორიგ აქტებს და სინამდვილეში ჩვენს დემოკრატიაზე თავდასხმებს, რომ დაანაწევროს ჩვენი საზოგადოება, დააშინოს ის და უკრაინისთვის დახმარებისგან თავი შეაკავებინოს”, - კალასს მიაჩნია, რომ საჭიროა დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდეს ამგვარი თავდასხმების პრევენცია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უამრავი რამ გავაკეთეთ. თავდაცვაში ინვესტირება გაიზარდა, თუმცა იმავდროულად, გვაქვს დიდი სიცარიელეები თავდაცვისუნარიანობის სფეროში და ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, როგორ შევავსოთ ეს სიცარიელეები“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ჩვენ გვაქვს ოპერაცია ASPIDES [ევროკავშირის საზღვაოსნო თავდაცვითი ოპერაცია-რ.თ.], მაგრამ მისი ქმედითობისთვის საჭიროა მეტი საზღვაოსნო შესაძლებლობები. საჭიროება გაცილებით დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. უამრავი მოთხოვნა გვაქვს გემების ესკორტირებაზე“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„დასანანია“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„კონცენტრაცია დადებით მხარეზე, რაც ის არის, რომ 2998 პირს სამი წლით გაუგრძელდა სანქციები. მათი სიიდან ამოღებისთვის ყველას თანხმობა იქნება საჭირო, ვადის გახანგრძლივებას კი არ დასჭირდება ყველას თანხმობა“
კაია კალასი
„რადგან გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.