ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

გიგა ავალიანის დედა მკვლელობის ახალ გარემოებაზე საუბრობს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გიორგი მალანიას პროცესი გახსნა. მოკლულის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა, რომ საქმეში ახალი გარემოებები არსებობს და მართლმსაჯულების დაცინვაა, როცა მოწმეებს სიტყვას არ აძლევენ. პროცესზე ასევე იგეგმება პოლიციელებისა და პროკურორ ქეთი სონიძის მიერ წარმოდგენილი ოპერატიული ინფორმაციის ავტორების დაკითხვა.

გიგა ავალიანის დედა მკვლელობის ახალ გარემოებაზე საუბრობს
გიგა ავალიანის დედა მკვლელობის ახალ გარემოებაზე საუბრობსTV პირველი

მოკლული მასწავლებლის საქმე - მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გიორგი მალანიას პროცესი რამდენიმე წუთის წინ გახსნა. შინაგა ნ საქმეთა ყოფილი მაღალჩინოსნის, მერაბ მალანიას შვილის პროცესზე დღეს ეკა კუპატაძე უნდა დაეკითხვათ, მაგრამ მისი ჩვენება დაცვის მხარემ უდაოდ ცნო.

შვილმკვარი დედა ამბობს, რომ მართლმსაჯულების დაცინვაა, როცა მოწმეებს, მით უფრო მას სხდომაზე სიტყვის თქმის საშუალებას არ აძლევენ.

ეკა კუპატაძე საქმის ახალ გარემოებზე საუბრობს - ავალიანის დედა ამბობს, რომ ნია იმნაძემ ალექსანდე გაბაშვილს გიორგი მალანია მას შემდეგ გააცნო, რაც მის შვილზე თავდასხმა დაიგეგმა.

"ეს კარგად იციან მალანიებმა... არავის მივცემ უფლებას, რომ შვილებმა მოკლან უდანაშაულო ადამიანი და მამებმა ეს ნორმად აქციონ" - თქვა ეკა კუპატაძემ ჟურნალისტებთან სხდომის დაწყებამდე.

სწრაფი მართლმსაჯულება მოიაზრებს შემამსუბუქებელ გარემოებას სასჯელის შეფარდების დროს, მაგრამ მე ერთ რამეს ვიტყვი, თითქოს ეკეკლუცებიან მართლმსაჯულებას. ძალიან კარგად იციან მალანიებმა, რომ ნია იმნაძემ ალექსანდე გაბაშვილს გიორგი მალანია გააცნო მას შემდეგ, რაც დაიგეგმა გიგა ავალიანზე თავდასხმა და გააცნო სწორედ ამ მიზნით, შესაბამისად, არც ნია იმნაძე, არც ალექსანდრე გაბაშვილი, მით უფრო ეკა კუპატაძე, როცა არ იკითხება სასამართლო პროცესზე, როგორც მოწმეები, ეს არის არა სიკეკლუცე მართლმსაჯულების მიმართ, არამედ ეს არის მართლმსაჯულების დაცინვა. ეს არის უპირველესი - შიში სიმართლის, რომ არავის წამოსცდეს რამე და ეკა კუპატაძემ იქ ზუსტად ის სიმართლე არ თქვას და იმ დანარჩენს რამე არ წამოცდეთ და ეს არის დაცინვა მართლმსაჯულების. მე არავის არ მივცემ უფლებას, რომ შვილებმა მოკლან უდანაშაულო ადამიანიდ ა მამებმა ეს ნორმად აქციონ", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს ორი თანამშრომელი დაიკითხება, რომლებიც გურიაში უშუალოდ მონაწილეობდნენ გიორგი მალანიას დაკავებაში.

ასევე დაიკითხება თბილისის პოლიციის სამმართველოს 3 თანამშრომელი - პროკურორ ქეთი სონიძის განცხადებით, ესენი გახლავთ ოპერატიული ინფორმაციის ავტორები, რომელი ინფორმაციაც შემდეგ საფუძვლად დაედო ბრალდებულების საცხოვრებელ მისამართებზე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას.

ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს კარგად იციან მალანიებმა... არავის მივცემ უფლებას, რომ შვილებმა მოკლან უდანაშაულო ადამიანი და მამებმა ეს ნორმად აქციონ“
ეკა კუპატაძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.