ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

"არავის მივცემ უფლებას, რომ შვილებმა მოკლან უდანაშაულო ადამიანი და მამებმა ეს ნორმად აქციონ" - თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მალანიას პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ.

"არავის მივცემ უფლებას, რომ შვილებმა მოკლან უდანაშაულო ადამიანი და მამებმა ეს ნორმად აქციონ" - თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მალანიას პროცესი მიმდინარეობს
"არავის მივცემ უფლებას, რომ შვილებმა მოკლან უდანაშაულო ადამიანი და მამებმა ეს ნორმად აქციონ" - თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მალანიას პროცესი მიმდინარეობსრუსთავი 2

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმეზე, გიორგი მალანიას პროცესი მიმდინარეობს. გამოიკვლევენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს. პროკურატურამ რამდენიმე მოწმე უნდა გამოკითხოს.

გიორგი მალანიას ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან.

"ჩემი ჩვენება უდავოდ ჩათვალეს, მაგრამ უდავოა ის ფაქტიც, რომ ეშინიათ ეკა კუპატაძის სიტყვის. თუმცაღა, შეიძლება, ამ დროს ფიქრობენ მეორე კურდღლის დაჭერასაც, იმას, რომ სწრაფი მართლმსაჯულება მოიაზრებს შემამსუბუქებელ გარემოებას სასჯელის შეფარდების დროს. ძალიან კარგად იციან მალანიებმა, რომ ნია იმნაძემ, ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი მალანია გააცნო მას შემდეგ, რაც დაიგეგმა გიგა ავალიანზე თავდასხმა და გააცნო სწორედ ამ მიზნით. მე არავის არ მივცემ უფლებას, რომ შვილებმა მოკლან უდანაშაულო ადამიანი და მამებმა ეს ნორმად აქციონ", - განაცხადა გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩემი ჩვენება უდავოდ ჩათვალეს, მაგრამ უდავოა ის ფაქტიც, რომ ეშინიათ ეკა კუპატაძის სიტყვის. თუმცაღა, შეიძლება, ამ დროს ფიქრობენ მეორე კურდღლის დაჭერასაც, იმას, რომ სწრაფი მართლმსაჯულება მოიაზრებს შემამსუბუქებელ გარემოებას სასჯელის შეფარდების დროს. ძალიან კარგად იციან მალანიებმა, რომ ნია იმნაძემ, ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი მალანია გააცნო მას შემდეგ, რაც დაიგეგმა გიგა ავალიანზე თავდასხმა და გააცნო სწორედ ამ მიზნით. მე არავის არ მივცემ უფლებას, რომ შვილებმა მოკლან უდანაშაულო ადამიანი და მამებმა ეს ნორმად აქციონ“
ეკა კუპატაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.