ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ტრამპი: ირანმა წინადადება წარმოადგინა და მათ უარი ვუთხარი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უარყო ირანის მიერ წარმოდგენილი ბოლო წინადადება, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ბირთვულ მოლაპარაკებებს ეხებოდა.

ტრამპი: ირანმა წინადადება წარმოადგინა და მათ უარი ვუთხარი
ტრამპი: ირანმა წინადადება წარმოადგინა და მათ უარი ვუთხარიტაბულა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტისა და ბირთვული მოლაპარაკებების შესახებ წარდგენილი ბოლო წინადადება უარყო.

"მათ წინადადება წარმოადგინეს და მე უარი ვუთხარი." – განუცხადა ტრამპმა Axios-ს.

მანამდე ირანის რეჟიმმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ბირთვული მოლაპარაკებების ერთ კვირაში განახლება შესთავაზა, თუ ვაშინგტონი საზღვაო ბლოკადას მოხსნიდა, ირანული ნავთობის გაყიდვასთან დაკავშირებულ სანქციებს გააუქმებდა და რეგიონში ცეცხლის შეწყვეტას აღადგენდა.

ირანის პირობები ამერიკულ მხარეს ამ კვირაში ნიუ-იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს გადაეცა. თეთრ სახლს ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, წარმოადგენდნენ, ირანულ მხარეს კი – საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი. მხარეებს შორის შუამავალი კი კატარი იყო.

Axios-ის წყაროს ცნობით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ირანულ მხარეს უთხრეს, რომ თეირანი ჰორმუზის სრუტეს არ აკონტროლებს და მის შესახებ პირობების წამოყენება არ შეუძლია. ვაშინგტონი ასევე მოითხოვს, რომ ირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დათმობებს დათანხმდეს.

ტრამპის უარის მიუხედავად, აშშ-ს ოფიციალური პირის თქმით, შუამავლების დახმარებით მხარეებს შორის "პოზიტიური და კონსტრუქციული" დისკუსიები კვლავ გრძელდება და პროცესი ბირთვულ საკითხებსაც მოიცავს.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.