ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

"არასრულწლოვანი შვილიშვილი აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელს" - მარნეულში ქალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით ქალი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა შვილიშვილი აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა მუხლით.

"არასრულწლოვანი შვილიშვილი აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელს" - მარნეულში ქალი დააკავეს
"არასრულწლოვანი შვილიშვილი აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელს" - მარნეულში ქალი დააკავესტაბულა

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე ქალი ბრალდებულის სახით დააკავეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.