28 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 100 ათასამდე ტონა ყურძენი
კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. 28 სექტემბრის მდგომარეობით, დაახლოებით 7 000-მდე მევენახემ 100 ათასამდე ტონა ყურძენი დააბინავა. გადამუშავებული მოსავლის დიდი ნაწილი მაღალი კონდიციისა და ხარისხისაა. სახელმწიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანია" ყურძენს 22 ლოკაციაზე იბარებს, ხოლო პროცესს გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი აკოორდინებს.

კახეთში ყურძნის მოსავალი 7 000-მდე მევენახემ დააბინავა.
ამ ეტაპისთვის, გადამუშავებული 100 ათასი ტონა ყურძნიდან - 70 ათას ტონამდე მაღალი კონდიციის და ხარისხიანია, მთელი მოსავლის მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახე.
რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია - გასული დღე-ღამის მანძილზე 14 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.
სახელმწიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანია" მევენახეებისგან ყურძენს 22 ლოკაციაზე იბარებს.
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს "მოსავლის მართვის კომპანია" კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:
საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.
რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.
ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო
შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GEკახეთში გადამუშავებულია 100 ათასამდე ტონა ყურძენი - სახელმწიფო კომპანია ყურძენს 22 ლოკაციაზე იბარებს
- რუსთავი 2ყურძნის კრეფისა და ჩაბარების პერიოდი პიკურ ფაზაშია - მოსავალი უკვე 7 000-მდე მევენახემ დააბინავა
- BM.GEსახელმწიფო კახეთში ყურძენს 20-ზე მეტ ლოკაციაზე იბარებს|გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…