პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა მხოლოდ ერთი კვირით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა მხოლოდ ერთი კვირით გაახანგრძლივა
რუსთავი 2

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა მხოლოდ ერთი კვირით გაახანგრძლივა. შეფერხების მიზეზი წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული უთანხმოებაა. სანქციების რეჟიმის სრულად განახლებას საფრანგეთი და სლოვაკეთი ბლოკავენ.

ოფიციალური პარიზი რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის სიიდან ამოღებას ითხოვს, რასაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით ხსნის. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პოზიცია აზერბაიჯანთან შესაძლო გარიგებას უკავშირდება. ბაქო უსმანოვის ინტერესებს ლობირებს, პარიზს კი, სანაცვლოდ, აზერბაიჯანში დაკავებული ფრანგი ბიზნესმენის გათავისუფლება სურს.

ევროკავშირის დანარჩენი 25 წევრი ქვეყანა ამ დათმობას ეწინააღმდეგება. მხარეებს კონსენსუსის მისაღწევად ვადა 22 სექტემბრამდე აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციები 3 000-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს ავტომატურად გაუუქმდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმედია: საფრანგეთსა და სლოვაკეთს ევროკავშირის სასანქციო სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღება სურთ - Coreper-ის...
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"რთული კომპრომისი" – EU რუსეთთან დაკავშირებულ პირებზე სანქციებს 3 წლით გაახანგრძლივებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები