ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ₾69 მლნ ტენდერი გამოცხადდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის პირველიდან ოცდამეექვსე კილომეტრამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 69 188 499 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ₾69 მლნ ტენდერი გამოცხადდა
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ₾69 მლნ ტენდერი გამოცხადდაBM.GE

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ 26

მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 69 188 499 ლარის ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო პირობების თანახმად, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გზის საფარისა და მასზე არსებული ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 24 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. ამას გარდა, შესრულებულ სამუშაოებზე მოქმედებს 3-წლიანი საგარანტიო ვადა, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია წარმოქმნილი ხარვეზები საკუთარი სახსრებით აღმოფხვრას.

რაც შეეხება მოთხოვნებს, პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპისა და სირთულის სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 80%-ს შეადგენს. ტენდერში წინადადებების მიღება 11 ოქტომბერს დაიწყება და 16 ოქტომბერს დასრულდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები