ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა რუსეთის საჰაერო შეტევას

რუსეთის საჰაერო შეტევებს უკრაინაში, კერძოდ კიევში, ხარკოვსა და სუმიში, მსხვერპლი, დაშავებულები და ნგრევა მოჰყვა. კიევში დრონების დარტყმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი და დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ხარკოვსა და სუმიში მართვადი ავიაბომბებით შეტევის შედეგად დაშავდნენ და დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები.

უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა რუსეთის საჰაერო შეტევას
უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა რუსეთის საჰაერო შეტევასრადიო თავისუფლება

კიევში დრონებით შეტევის გამო ცხრა საათს გაგრძელდა 27 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან გამოცხადებული საჰაერო განგაში. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს საჰაერო ძალებისა და საჰაერო განგაშის რუკის მონაცემებზე დაყრდნობით.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს წინასწარი მონაცემებით, 27 სეტემბრის საღამოდან დედაქალაქში დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი და ცხრა დაშავდა. კიევის რამდენიმე რაიონში ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია სახლები და საოფისე შენობები. გაჩნდა ხანძრები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით გავრცელებული ინფორმაციით, კიევში დაარტყეს კომპანიების, „ომეგა ტელეკომის“ და „კიევსტარის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრებს, რომლებიც მომსახურებას უწევენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

განახლება: 28 სექტემბერს გამთენიისას კიევში ისევ საჰაერო განგაში გამოცხადდა. მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, დრონებით დარტყმა იყო ავტოგასამართ სადგურზე, საოფისე შენობასა და საწყობებზე. ვის ეკუთვნის ეს საწყობები და საოფისე შენობა, კლიჩკოს არ დაუკონკრეტებია. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა სამი ადამიანი.

ხარკოვი და სუმი

უკრაინის ქალაქ ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს ქალაქის კიევის და სალტოვის რაიონებს.

დაშავდა სულ მცირე 22 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთი ბომბი მრავალბინიან სახლთან აფეთქდა.

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციამ 28 სექტემბერს დილით სოციალური ქსელებით გაავრცელა რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი სახლის ფოტო

მართვადი ავიაბომბებით შეტევა იყო ქალაქ სუმიზეც. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპნენ ხანდაზმული ქალი და 16 წლის გოგო.

დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ბავშვი.

დაზიანებულ შენობებს შორისაა ოჯახებისა და ბავშვების მხარდაჭერის ცენტრი.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.