პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

4 კილოგრამამდე კანაფი და 25 შეკვრა დაფასოებული მეფედრონი - აჭარის პოლიციამ უცხოეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხოეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. სამართალდამცველებმა ნაქირავები ბინიდან 4 კილოგრამამდე კანაფი, ხოლო ავტომობილის სამალავიდან 25 შეკვრა დაფასოებული მეფედრონი ამოიღეს.

4 კილოგრამამდე კანაფი და 25 შეკვრა დაფასოებული მეფედრონი - აჭარის პოლიციამ უცხოეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავა
რუსთავი 2

ნაქირავებ ბინაში თურქეთის მოქალაქემ სათბური მოაწყო, სადაც მცენარე კანაფი მოჰყავდა. უახლოეს დღეებში კი ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა მეთოდით გავრცელებას აპირებდა. გეგმის სისრულეში მოყვანა ვერ მოასწრო. მასთან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მივიდნენ, ხელბორკილები დაადეს და ნივთმტკიცების სახით 4 კილოგრამამდე მცენარე კანაფი ამოიღეს.

კონსპირაციული ბინა, "კურიერის" ინფორმაციით, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარეობს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გარდა, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებებიც მოიპოვეს.

ქიმიური ხსნარები და მომწამვლელი ნივთიერებები - ყველა საშუალება, რომელიც მცენარე კანაფის კულტივირებას სჭირდება, მტკიცებულების სახით არის ამოღებული.

აჭარის რეგიონში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულები არიან თურქმენეთის მოქალაქეებიც. სამართალდამცველებმა შავი ფერის ავტომობილი ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე გააჩერეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე ჩატარებული ჰქონდათ ოპერატიული და კომპლექსური ღონისძიებები. იცოდნენ, რომ ორივე მათგანი ნარკოდანაშაულის სქემაში იყო ჩართული და ე.წ. მკვლელი ნარკოტიკის გავრცელებას გეგმავდნენ.

მანქანის სამალავიდან 25 შეკვრა დაფასოებული მეფედრონია ამოღებული.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები ერთდროულად რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქეც დააკავეს.

აღკვეთილია მეფედრონის, ჰაშიშისა და მცენარე კანაფის გავრცელების არაერთი ფაქტი.

აჭარის რეგიონში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების დროს ნარკოტიკების გარდა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებების სახით, ელექტრო სასწორები, წებოვანი ლენტები და ის მოწყობილობები ამოიღეს, რომლებიც დაფასოებისთვისაა საჭირო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსამართალდამცველებმა ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
  2. ალიაოპოზიციურითბილისში კუსტარულად მოწყობილი სათბური აღმოაჩინეს – ამოღებულია „მეფედრონი“, „ჰაშიში“ დ „კანაფი“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები