ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: “ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის განახლება. დღევანდელი დღეც

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის 21-ე საჯარო სკოლის გახსნაზე მოსწავლეებსა და პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მისი განცხადებით, განათლების სისტემისა და ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ბათუმში მე-4 და მე-5 სკოლებიც სრულად რეაბილიტირდა.

პრემიერი: “ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის განახლება. დღევანდელი დღეც
პრემიერი: “ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის განახლება. დღევანდელი დღეცPOSTV

“ყველას მინდა, მოგილოცოთ სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებულად ვულოცავ პირველკლასელებს! თქვენთვის იწყება სრულიად ახალი ეტაპი ცხოვრებაში და ყველას მინდა, გისურვოთ ბედნიერი წლები და ძალიან დიდი წარმატებები. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი იქნება ძალიან წარმატებული და საფუძველს ჩაუყრის ახალ-ახალ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის 21-ე საჯარო სკოლის გახსნაზე.

“დღევანდელი დღე განსაკუთრებით სასიხარულოა 21-ე სკოლის მოსწავლეებისთვის ბათუმში, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ამ სასწავლო წელს ხვდებიან სრულიად ახლად აშენებულ სკოლაში, სადაც არის უზრუნველყოფილი თანამედროვე სტანდარტები ყველა თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, ასეთი სასწავლო გარემო ნიშნავს კიდევ უფრო მეტად ხარისხიან განათლებას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს ახალ სკოლას, რომელიც 1 400 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, რომელიც უზრუნველყოფილია ყველანაირი თანამედროვე სტანდარტით და ეს არის ჩვენი პრიორიტეტი.

ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და განვითარება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი. თავის დროზე, აქ იყო სკოლა, ისტორიული სკოლა და შენობა, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს კონკრეტული მიზნებით და აქ ჩანს განსხვავება ხელწერაში – იმ ადგილას, სადაც დაინგრა სკოლა, აშენდა სრულიად ახალი სკოლა ბავშვებისთვის.

რა თქმა უნდა, ასე უნდა იყოს ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, პირველ რიგში, ბავშვებისთვის, განათლებისთვის. ეს არის ჩვენი ხელწერა და ამ ხელწერით გავაგრძელებთ მუშაობას.

დღეს ჩვენ ასევე დავათვალიერეთ ბათუმში მე-4 და მე-5 სკოლები, რომლებიც სრულად არის რეაბილიტირებული და იქაც ბავშვებისთვის იქნება უზრუნველყოფილი სრულიად ახალი, თანამედროვე გარემო”, – აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველას მინდა, მოგილოცოთ სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებულად ვულოცავ პირველკლასელებს! თქვენთვის იწყება სრულიად ახალი ეტაპი ცხოვრებაში და ყველას მინდა, გისურვოთ ბედნიერი წლები და ძალიან დიდი წარმატებები. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი იქნება ძალიან წარმატებული და საფუძველს ჩაუყრის ახალ-ახალ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ირაკლი კობახიძე: აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას, წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები