რუსეთის ვოლგოგრადისა და სამარის ოლქებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ვოლგოგრადისა და სამარის ოლქებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. დარტყმების შედეგად ხანძარი გაჩნდა საწარმო „სებრიაკოვცემენტისა“ და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიებზე. ასევე გავრცელდა ინფორმაცია ტაგანროგში საავიაციო კომპლექსზე სარაკეტო დარტყმის შესახებ.

რუსეთის ვოლგოგრადისა და სამარის ოლქებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმების შედეგად ხანძარი ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ მიხაილოვკაში მდებარე საწარმო „სებრიაკოვცემენტის“ ტერიტორიაზე და სამარის ოლქის ქალაქ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩნდა.
სამარის ოლქში დრონებით იერიშამდე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ასევე, ინფორმაცია ვრცელდება, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში ბერიევის სახელობის საავიაციო სამეცნიერო-ტექნიკურ კომპლექსზე სარაკეტო დარტყმის შესახებ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.