ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

,, შენს ბარტყებს მალე გამოგიგზავნით შიგ დედა რუსეთში” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტმა და ,,კავკასიის” დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში რუსეთი საქართველოს მთავარ მტრად და საფრთხედ მოიხსენია და აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანი საქართველოს დამორჩილებაა.

,, შენს ბარტყებს მალე გამოგიგზავნით შიგ დედა რუსეთში” – ნინო ჯანგირაშვილი
,, შენს ბარტყებს მალე გამოგიგზავნით შიგ დედა რუსეთში” – ნინო ჯანგირაშვილიალია

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:

,,27 სექტემბერს, წესით რუსეთი ყველა ბრუნვაში უნდა მოვიხსენიოთ:

დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე დიდი მტერი და საფრთხე არის რუსეთი.

რუსეთმა დაანაწევრა ქართული სახელმწიფოს სხეული.

რუსეთს მიუღებლად მიაჩნია წარმატებული, დასავლეთში ინტეგრირებული და დასავლეთით ზურგგამაგრებული ქართული სახელმწიფო.

რუსეთის მიზანია საქართველო იყოს პატარა წუმპე, რომელშიც მარტო თვითონ ექნება გავლენა.

რუსეთით ზურგგამაგრებული ივანიშვილის ხელში საქართველოს წუმპეობის გარდა არანაირი პერსპექტივა არ აქვს.

რუსეთად საქართველოს გადაქცევა გარდაუვალია, თუ ქოცები დროზე არ გადაშენდნენ.

რუსეთო, სულ ტყუილად გგონია, რომ საქართველო ჯიბეში ჩაიდე. შენს ბარტყებს მალე გამოგიგზავნით შიგ დედა რუსეთში.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.