პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შვედეთის საელჩო - შვედეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას

საქართველოში შვედეთის საელჩომ სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

შვედეთის საელჩო - შვედეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას
ინტერპრესნიუსი

შვედეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას. ამის შესახებ საქართველოში შვედეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ეხმაურება სოხუმის დაცემის დღეს.

შვედეთი პატივს მიაგებს ომის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და ღრმა თანაგრძნობას უცხადებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს.

„33 წელი გავიდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღიდან.

დღეს პატივს მივაგებთ ომის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ ასობით ათას ადამიანს, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები.

შვედეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას და ღრმა თანაგრძნობას უცხადებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს“, - წერია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიშვედეთის საელჩო: ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"დღეს ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილსა და მწუხარებას. გერმანია კვლავ მტკიცედ და ურყევად დგას საქართველოს გვერდით" - გერმანიის საელჩო სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები