ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საფრანგეთს საელჩო: ამ ხსოვნის დღეს, საფრანგეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას

საფრანგეთის საელჩო საქართველოში სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, პატივს მიაგებს კონფლიქტის მსხვერპლთა ხსოვნას და ადასტურებს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საფრანგეთს საელჩო: ამ ხსოვნის დღეს, საფრანგეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას
საფრანგეთს საელჩო: ამ ხსოვნის დღეს, საფრანგეთი ქართველი ხალხის გვერდით დგასფორმულა

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავზე, საფრანგეთის საელჩო საქართველოში პატივს მიაგებს აფხაზეთის კონფლიქტის მსხვერპლთა ხსოვნას და ყველა იმ ადამიანს, ვინც სიცოცხლე შესწირა სამშობლოს და ერთიანი საქართველოს იდეას. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.

“ოცდაათ წელზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს ისტორიის ეს მტკივნეული თავი კვლავ აღბეჭდილია კოლექტიურ მეხსიერებასა და იმ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირის ყოველდღიურობაში, რომელთა დაბრუნების უფლება, რასაც ყოველ წელს ადასტურებს გაეროს გენერალური ასამბლეა, დღემდე განუხორციელებელია.

ამ ხსოვნის დღეს, საფრანგეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - წერია განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.