ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

გერმანიის საელჩო – დღეს ჩვენ ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილსა და მწუხარებას, გერმანია კვლავ მტკიცედ და ურყევად დგას საქართველოს გვერდით

საქართველოში გერმანიის საელჩომ სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც თანაგრძნობა გამოხატა ქართველი ხალხის მიმართ და აღნიშნა, რომ გერმანია კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

გერმანიის საელჩო – დღეს ჩვენ ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილსა და მწუხარებას, გერმანია კვლავ მტკიცედ და ურყევად დგას საქართველოს გვერდით
გერმანიის საელჩო – დღეს ჩვენ ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილსა და მწუხარებას, გერმანია კვლავ მტკიცედ და ურყევად დგას საქართველოს გვერდითპირველი არხი

დღე, რომელიც თაობებს აერთიანებს, არსებობს თარიღები, რომლებიც მთელი ქვეყნის მეხსიერებაში ღრმად იბეჭდება, 27 სექტემბერი საქართველოსთვის ასეთი დღეა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც საელჩოში აცხადებენ, სოხუმის დაცემიდან 33 წლის შემდეგაც დაკარგული სამშობლოს, დანგრეული ცხოვრების და საყვარელი ადამიანების დაკარგვის ტკივილი კვლავ იგრძნობა მრავალ ოჯახში, მათ შორის იმ თაობაშიც, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული.

„დღეს ჩვენ ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილსა და მწუხარებას. გერმანია კვლავ მტკიცედ და ურყევად დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დაე, ამ დღის ხსოვნამ კიდევ უფრო გაგვაძლიეროს, რათა დაუღალავად ვიმუშაოთ დიალოგისთვის, მდგრადი მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის, რომელშიც შერიგება შესაძლებელი გახდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ჩვენ ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილსა და მწუხარებას. გერმანია კვლავ მტკიცედ და ურყევად დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დაე, ამ დღის ხსოვნამ კიდევ უფრო გაგვაძლიეროს, რათა დაუღალავად ვიმუშაოთ დიალოგისთვის, მდგრადი მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის, რომელშიც შერიგება შესაძლებელი გახდება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.