ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“ძლიერი საქართველო - ლელოს“ ორგანიზებით, ზუგდიდში მსვლელობა „რუსეთი მტერია“ გაიმართა

ლელო

ზუგდიდში „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ორგანიზებით მსვლელობა „რუსეთი მტერია“ გაიმართა. მონაწილეებს ეროვნული გმირებისა და რუსეთის აგრესიას შეწირული მოქალაქეების ფოტოები ეჭირათ. „ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ სოხუმის დაცემა დროებითი მოვლენაა. დასასრულს მონაწილეებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

“ძლიერი საქართველო - ლელოს“ ორგანიზებით, ზუგდიდში მსვლელობა „რუსეთი მტერია“ გაიმართა
“ძლიერი საქართველო - ლელოს“ ორგანიზებით, ზუგდიდში მსვლელობა „რუსეთი მტერია“ გაიმართაინტერპრესნიუსი

“ძლიერი საქართველო - ლელოს“ ორგანიზებით, ზუგდიდში, თავისუფლების მოედნიდან - ეროვნული გმირების სკვერამდე მსვლელობა „რუსეთი მტერია“ გაიმართა.

მსვლელობის მონაწილეებს ეროვნული გმირებისა და რუსეთის აგრესიას შეწირული საქართველოს მოქალაქეების ფოტოები ეჭირათ.

„ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თქმით, სოხუმის დაცემა არის დროებითი მოვლენა.

„33 წლის წინ რუსულმა ცეცხლმა გაყო საქართველო საოკუპაციო ხაზით, თუმცა ეს არის დროებითი გაყოფა. სოხუმის დაცემა არის დროებითი მოვლენა. იმიტომ, რომ დღეს ენგურის ხიდთან მოვისმინე ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ სოხუმში მცხოვრები აფხაზები და ზუგდიდში მცხოვრები დევნილები ერთმანეთს აქტიურად ეკონტაქტებიან და საუბრობენ ერთიანი საქართველოს მომავალზე“, - განაცხადა კუპრაძემ.

მსვლელობის დასასრულს მათ ეროვნული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს აფხაზეთის ომის გმირების ხსოვნას.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„33 წლის წინ რუსულმა ცეცხლმა გაყო საქართველო საოკუპაციო ხაზით, თუმცა ეს არის დროებითი გაყოფა. სოხუმის დაცემა არის დროებითი მოვლენა. იმიტომ, რომ დღეს ენგურის ხიდთან მოვისმინე ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ სოხუმში მცხოვრები აფხაზები და ზუგდიდში მცხოვრები დევნილები ერთმანეთს აქტიურად ეკონტაქტებიან და საუბრობენ ერთიანი საქართველოს მომავალზე“
ირაკლი კუპრაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.