ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერებმა ზუგდიდში, სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის შემდეგ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ლელო

კოალიციამ “ძლიერი საქართველო-ლელო” ზუგდიდში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა გამართა და ეროვნულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ლიდერებმა მიმართეს ვეტერანებსა და დევნილებს და განაცხადეს, რომ აფხაზეთის მშვიდობიანი გზით დაბრუნებას სჭირდება ძლიერი სახელმწიფო, ეკონომიკა, ჯარი და ევროპული განვითარება.

“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერებმა ზუგდიდში, სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის შემდეგ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერებმა ზუგდიდში, სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის შემდეგ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკესინტერპრესნიუსი

კოალიციამ “ძლიერი საქართველო-ლელო” ზუგდიდში, სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის შემდეგ ეროვნულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

კოალიციის ლიდერებმა მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას, რომელთა შორის უმრავლესობა აფხაზეთის ომის ვეტერანი და დევნილი იყო, სიტყვით მიმართეს და კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა ქართველი გმირების და იმ ადამიანების მიმართ, ვინც აფხაზეთის ომის უმძიმესი ფასი გადაიხადა.

კოალიციის ლიდერების განცხადებით, აფხაზეთის მშვიდობიანი გზით დაბრუნებას სჭირდება ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი ჯარი და ევროპული განვითარების გზა.

მანამდე კოალიციის ლიდერებმა, ზუგდიდის მოსახლეობასთან ერთად აფხაზეთის გმირების ფოტობანერებით გაიარეს ზუგდიდის ცენტრალური გამზირი დადიანების სასახლემდე.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.