ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გაერთიანებულ სამეფოში საჰაერო ძალების ბაზასთან ახლოს პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

გაერთიანებულ სამეფოში, სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზასთან ახლოს, პოლიციამ რამდენიმე პირი ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველზე დააკავა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაცია და მასშტაბური ინციდენტის გამოცხადება გახდა საჭირო.

გაერთიანებულ სამეფოში საჰაერო ძალების ბაზასთან ახლოს პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა
გაერთიანებულ სამეფოში საჰაერო ძალების ბაზასთან ახლოს პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავატაბულა

გაერთიანებულ სამეფოში სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების (RAF) Fairford-ის ბაზასთან ახლოს მდებარე სოფლის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ რამდენიმე პირი ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ეჭვის საფუძველზე დააკავა.

ადგილობრივმა უწყებებმა საჰაერო ბაზის მახლობლად მასშტაბური ინციდენტი გამოაცხადეს. ადგილზე შეიარაღებულმა პოლიციამ უსაფრთხოების კორდონი მოაწყო. აღნიშნულ ბაზას აშშ-ს საჰაერო ძალებიც იყენებს.

მედიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე საგანგებო სამსახურების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული.

"მასშტაბური ინციდენტის გამოცხადების შემდეგ, უელფორდის რაიონში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე პირი ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევის ეჭვის საფუძველზე დააკავეს.

ასაფეთქებელი მოწყობილობების განეიტრალების მიმართულებით ბრიტანეთის არმიის სპეციალისტები ამჟამად რამდენიმე ავტომობილს ამოწმებენ.

ამჟამად ტერიტორიის გარშემო კორდონია მოწყობილი, თუმცა გვინდა, მოსახლეობას დავარწმუნოთ, რომ, ჩვენი შეფასებით, ინციდენტი ლოკალიზებულია" -განაცხადა ადგილობრივმა პოლიციამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
RAF Fairford-ის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ბრიტანულ-ირანული წარმოშობის კაცი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები