ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ნატოს თვითმფრინავებმა ლიეტუვაში დრონი ჩამოაგდეს

ლიეტუვაში, კაუნასის რაიონში, ნატოს გამანადგურებლებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. წინასწარი მონაცემებით, დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ტერიტორიიდან შევიდა. ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ მოკავშირეებს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ვილმანტას ვიტკაუსკასმა დაადასტურა, რომ აპარატი განადგურებულია და დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა.

ნატოს თვითმფრინავებმა ლიეტუვაში დრონი ჩამოაგდეს
ნატოს თვითმფრინავებმა ლიეტუვაში დრონი ჩამოაგდესრადიო თავისუფლება

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ მოკავშირეთა პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადა სწრაფი რეაგირებისთვის. მან სოციალურ ქსელ X-ში ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ მსგავსი მზადყოფნა რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერების პირობებში.

ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეს ნატოელ მოკავშირეებთან ერთად დაიცავენ. ნაუსედას არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის დრონი აღმოჩნდა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში.

დრონი კაუნასის რაიონში ჩამოაგდეს

ლიეტუვის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის შეჭრის გამო ქვეყნის რამდენიმე რაიონში საფრთხის ე.წ. ყვითელი დონე იყო გამოცხადებული.

ნატოს გამანადგურებლების მიერ დრონის ჩამოგდების შემდეგ ლიეტუვის კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ვილმანტას ვიტკაუსკასმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ აპარატი განადგურებულია კაუნასის რაიონში, სადაც პოლიციის და სხვა სამსახურების სპეციალური ჯგუფები გაგზავნეს.

ცენტრს არ მიუღია შეტყობინება დაშავებულების, ან ზიანის შესახებ.

წინასწარი მონაცემებით, დრონი ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ტერიტორიიდან შევიდა.

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას ნატოს წევრ სახელმწიფოებში, მათ შორის ბალტიის ქვეყნებში, ფინეთში, რუმინეთსა და პოლონეთში და ასევე, მოლდოვაში არაერთხელ შეიჭრნენ რუსული დრონები.

იყო შემთხვევებიც, როცა სხვა სახელმწიფოების, მათ შორის ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეებში უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეაღწიეს. კიევში განაცხადეს, რომ ეს დრონები კურსს ასცდნენ რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.