ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლიეტუვაში სავარაუდოდ დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა

ნატო

ლიეტუვის ჩრდილოეთში, ლატვიის საზღვართან სავარაუდოდ დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა. პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ინციდენტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს დაუკავშირა და განაცხადა, რომ აგრესია ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთის ფლანგზე გადაედინება.

ლიეტუვაში სავარაუდოდ დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა
ლიეტუვაში სავარაუდოდ დრონი ჩამოვარდა და აფეთქდარადიო თავისუფლება

ლიეტუვაში 18 ოქტომბერს, დილით, სავარაუდოდ ჩამოვარდა და აფეთქდა უპილოტო საფრენი აპარატი. ძლიერი აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ ქვეყნის ჩრდილოეთში, ლატვიასთან საზღვრის ახლოს მდებარე, პასვალსკის რაიონის მცხოვრებნი. კვირას ამ და ლიეტუვის კიდევ რამდენიმე რაიონში განგაში გამოცხადდა, ამოუცნობი ობიექტის შეღწევის გამო.

იუწყებიან, რომ ადგილზე აღმოჩენილია ნამტვრევები, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ობიექტს ეკუთვნის. დაზიანდა ავტომობილი, რომელიც აფეთქების მომენტში ახლოს მოძრაობდა, მძღოლი არ დაშავებულა.

დაიწყო გამოძიება, ხელისუფლებას ჯერჯერობით ოფიციალურად არ უთქვამს ვის ეკუთვნის ჩამოვარდნილი დრონი.

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ მომხდარი დაუკავშირა უკრაინაში მიმდინარე ომს. "რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომი გადაედინება ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთის ფლანგზე. ობიექტი, რომელიც, დიდი ალბათობით, დრონია, აფეთქდა ქვეყნის ჩრდილოეთის ნაწილის თავზე და საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას. ამჟამად ადგილზე ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ" - წერს პრეზიდენტი პლატფორმაზე X.

წინასწარი მონაცემებით, ობიექტი ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შევიდა და ის პოლონეთის ტერიტორიიდან მოძრაობდა. ჰაერში ავიდა ნატოს გამანადგურებლები, თუმცა ობიექტი მათ არ ჩამოუგდიათ. თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კაუნასმა რადიოინტერვიუში თქვა, რომ რთული ამინდის გამო პილოტებმა ზუსტად ვერ დაადგინეს რა მოფრინავდა.

წარსულში ბალტიის ქვეყნების თავზე დრონები ჩამოუგდიათ, რამდენიმე ხმელეთზე აფეთქდა. დაშავებულები არ იყვნენ. საქმე, როგორც წესი, ეხებოდა უკრაინის დრონებს - რომლებიც, როგორც უკრაინა, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია ამტკიცებდნენ, რუსეთის მიერ იყო კურსიდან გადაყვანილი. ლიეტუვის თავზე სექტემბერში პირველად ჩამოაგდეს დრონი - რომელიც, როგორც აცხადებდნენ, რუსული იყო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომი გადაედინება ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთის ფლანგზე. ობიექტი, რომელიც, დიდი ალბათობით, დრონია, აფეთქდა ქვეყნის ჩრდილოეთის ნაწილის თავზე და საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას. ამჟამად ადგილზე ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ“
გიტანას ნაუსედა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლიეტუვაში დრონი ჩამოვარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები