ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ლიეტუვაში უცნობი ობიექტის გამოჩენის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა

ნატო

ლიეტუვაში, ვილნიუსთან ახლოს, უცნობი საჰაერო ობიექტის გამოჩენის გამო საჰაერო განგაშის ყვითელი დონე გამოცხადდა და აეროპორტის საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა. კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ობიექტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან შემოფრინდა.

ლიეტუვაში უცნობი ობიექტის გამოჩენის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა
ლიეტუვაში უცნობი ობიექტის გამოჩენის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდარადიო თავისუფლება

3 ოქტომბერს დილით, ვილნიუსთან ახლოს უცნობი საჰაერო ობიექტის, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატის (დრონის) გამო საჰაერო განგაშის ყვითელი დონე გამოცხადდა.

ადგილობრივ მცხოვრებლებს მობილურ ტელეფონებზე გაეგზავნათ გაფრთხილებები უსაფრთხო ადგილის პოვნის მოწოდებით. უცნობი ობიექტის გამოჩენის გამო ვილნიუსის აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა, ცაში ნატო-ს გამანადგურებლები აიყვანეს.

მოგვიანებით განგაში მოხსნეს. კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ვილმანტას ვიტკაუსკასმა განაცხადა, რომ ობიექტი ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან შემოფრინდა, თუმცა აპარატის იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ბოლო კვირების განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებმა მრავალჯერ დაარღვიეს ევროპული ქვეყნების საჰაერო სივრცე. სექტემბერში რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეფრინდნენ, სადაც მათი ნაწილი პოლონურმა და მოკავშირე ძალებმა ჩამოაგდეს.

საჰაერო სივრცის რუსული უპილოტო აპარატებით დარღვევის შესახებ აცხადებენ ასევე რუმინეთისა და მოლდოვას ხელისუფლებები ამ ინციდენტების ფონზე ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებმა საჰაერო სივრცის ზედამხედველობა გააძლიერეს.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.