ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საფრანგეთში, ლევილის მამულის რეაბილიტაცია დასრულდა - მასში 6 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა

კულტურის სამინისტროქართული ოცნება

საფრანგეთში ლევილის მამულის რეაბილიტაცია დასრულდა, რომლისთვისაც 6 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა. პროექტის დასრულება საფრანგეთში ჩასულმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს.

საფრანგეთში, ლევილის მამულის რეაბილიტაცია დასრულდა - მასში 6 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა
საფრანგეთში, ლევილის მამულის რეაბილიტაცია დასრულდა - მასში 6 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯარადიო თავისუფლება

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება აღნიშნეს საფრანგეთში ჩასულმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ფრანგ ხალხს და ჩვენს ძვირფას პარტნიორებს, რომელთა ფასდაუდებელი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ლევილის მამული, რომელიც პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარეობს და 45 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, საქართველოს 2016 წელს გადაეცა.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის განკარგულებით, ლევილის მამულში საჭირო სამუშაოებისთვის 5 მილიონი ევრო დამტკიცდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოები 2017-2026 წლებში უნდა ჩატარებულიყო.

სამუშაოების დამკვეთი იყო საქართველოს კულტურის სამინისტრო:

სამინისტროს სახელით 4 445 764 ევროს ღირებულების ხელშეკრულება საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ორ კომპანიასთან GOUNOT-სთან და PGD BATIMENT-სთან დადო;

მეორე ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 2 623 828 ევროა, ფრანგულ კომპანია SER Construction-სთან დაიდო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ფრანგ ხალხს და ჩვენს ძვირფას პარტნიორებს, რომელთა ფასდაუდებელი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.