BBC: ჰაკერებმა FBI-ის ათასობით სპეციალური აგენტის კონფიდენციალური სამედიცინო მონაცემები ჩაიგდეს ხელში
BBC-ის ცნობით, ჰაკერებმა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ათასობით სპეციალური აგენტის კონფიდენციალური სამედიცინო მონაცემები, მათ შორის ექიმების ჩანაწერები და მისამართები ჩაიგდეს ხელში, რამაც შესაძლოა აგენტები საფრთხის წინაშე დააყენოს.

ჰაკერებმა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ათასობით სპეციალური აგენტის კონფიდენციალური სამედიცინო მონაცემები ჩაიგდეს ხელში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, საუბარია სამედიცინო ტესტების შედეგებზე. მონაცემებს შორისაა ექიმების ჩანაწერები აგენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ჩანაწერებში მითითებული იყო აგენტების ვინაობა და მისამართები, რამაც შესაძლოა, ისინი თაღლითობის, შანტაჟისა და თავდასხმების საფრთხის წინაშე დააყენოს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…