FBI-ის კრიმინალური ინფორმაციის მონაცემთა ბაზაზე კიბერშეტევა იყო
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) კრიმინალური ინფორმაციის მონაცემთა ბაზაზე (NCIC) კიბერშეტევა განხორციელდა, იუწყებიან CNN და NBC News.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ მთავარ ფედერალურ საგამოძიებო უწყების, FBI-ის (Federal Bureau of Investigation) კრიმინალური ინფორმაციის მონაცემთა ბაზაზე კიბერშეტევა განხორციელდა. ინფორმაციას ავრცელებენ CNN და NBCNEWS.
CNN-ი გამოძიებასთან დაახლოებულ ორ ადამიანზე დაყრდნობით წერს, რომ კრიმინალური ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში სავარაუდო შეღწევის მცდელობა იყო.
NCIC-ის მონაცემთა ბაზას აშშ-ს მასშტაბით სამართალდამცავი ორგანოები იყენებენ ინფორმაციის გასაზიარებლად, მათ შორის ძებნის ორდერებისა და პირის წარსულის შემოწმების მიზნით.
ეს ბოლო თვეებში პირველი შემთხვევა არ არის. ბოლო შემთხვევა 2026 წლის სექტემბერში იყო - მაშინ სამიზნე გახდა FBI-ის თანამშრომლების პერსონალური მონაცემები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…