პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

CNN - FBI-ის მონაცემთა ბაზაზე კიბერშეტევა განხორციელდა

CNN-ის ცნობით, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ეროვნულ კრიმინალურ საინფორმაციო ბაზაზე კიბერშეტევა განხორციელდა. წყაროების ინფორმაციით, ეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ცენტრში შეღწევის უკვე მეორე შემთხვევაა.

CNN - FBI-ის მონაცემთა ბაზაზე კიბერშეტევა განხორციელდა
ინტერპრესნიუსი

FBI-ის მონაცემთა ბაზაზე კიბერშეტევა განხორციელდა, - ინფორმაციას CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, კიბერშეტევა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ეროვნულ კრიმინალურ საინფორმაციო ბაზაზე განხორციელდა.

წყაროების თქმით, ეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში FBI-ის კრიმინალური ინფორმაციის ეროვნულ ცენტრში შეღწევის მეორე შემთხვევაა.

FBI აღნიშნულ მონაცემთა ბაზას მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმებებისთვის და ორდერების გაცემისთვის ინფორმაციის მისაღებად იყენებს.

სექტემბერში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰაკერების დაჯგუფება ShinyHunters-მა აიღო. მათი სამიზნე აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლების პირადი მონაცემები იყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოCNN: FBI-ზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა - თავდასხმის სამიზნე დანაშაულის შესახებ მონაცემთა ბაზა გახდა
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიFBI-ის კრიმინალური ინფორმაციის მონაცემთა ბაზაზე კიბერშეტევა იყო
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
FBI-ის კრიმინალური ინფორმაციის მონაცემთა ბაზაზე კიბერშეტევა იყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები