თავისი შრომით ისინი ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ, მათ მუშაობაზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული - გივი მოდებაძე მაღაროელებს პროფესიულ დღეს ულოცავს
ჭიათურაში მაღაროელთა დღე აღინიშნება, რომლის წლევანდელი სლოგანია „მადლობა მაღაროელს“. ტრადიციულად ვლინდებიან წლის საუკეთესო მაღაროელები. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ მაღაროელებს პროფესიული დღე მიულოცა და მათი შრომის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

ჭიათურაში მაღაროელთა დღე აღინიშნება. წლევანდელი ღონისძიება მასშტაბური და გამორჩეული იქნება. პროფესიული დღის მთავარი გზავნილია - "მადლობა მაღაროელს".
ამ ლოზუნგს დღესასწაულზე მთელი ქალაქი შეუერთდება. ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული ნაწილია წლის საუკეთესო მაღაროელების გამოვლენა. განსაკუთრებული წვლილისა და პროფესიული დამსახურებისთვის გამორჩეულ მაღაროელებს სერტიფიკატები და ჯილდოები გადაეცემათ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მაღაროელებს პროფესიულ დღეს ულოცავს და მათ შრომასა და ქალაქის განვითარებაში შეტანილ წვლილს უსვამს ხაზს:
"დღეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქალაქისათვის. მოგეხსენებათ, რომ ჭიათურა არის მაღაროელების ქალაქი. მე მინდა მივულოცო მაღაროელებს დღევანდელი დღე, ვუსურვო წარმატება, ჯანმრთელობა. მართლაც, თავისი შრომით ისინი ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ, მათ მუშაობაზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმისათვის, რომ ჩვენ მათდამი სიყვარულს გამოვხატავთ ამ დღეს და ბევრი წარმატება მინდა ვუსურვო მათ,"- აცხადებს გივი მოდებაძე.
ციტატები სტატიიდან
„დღეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქალაქისათვის. მოგეხსენებათ, რომ ჭიათურა არის მაღაროელების ქალაქი. მე მინდა მივულოცო მაღაროელებს დღევანდელი დღე, ვუსურვო წარმატება, ჯანმრთელობა. მართლაც, თავისი შრომით ისინი ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ, მათ მუშაობაზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმისათვის, რომ ჩვენ მათდამი სიყვარულს გამოვხატავთ ამ დღეს და ბევრი წარმატება მინდა ვუსურვო მათ,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.