"მადლობა მაღაროელს" - ჭიათურაში მაღაროელთა დღე აღინიშნება
ჭიათურაში მაღაროელთა პროფესიული დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება, რომლის მთავარი გზავნილია "მადლობა მაღაროელს". ტრადიციისამებრ, განსაკუთრებული წვლილისთვის საუკეთესო მაღაროელები სერტიფიკატებითა და ჯილდოებით დააჯილდოვეს.

ჭიათურაში მაღაროელთა დღე აღინიშნება. წლევანდელი ღონისძიება მასშტაბური და გამორჩეული იქნება. პროფესიული დღის მთავარი გზავნილია - "მადლობა მაღაროელს".
ამ ლოზუნგს დღესასწაულზე მთელი ქალაქი შეუერთდება. ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული ნაწილია წლის საუკეთესო მაღაროელების გამოვლენა. განსაკუთრებული წვლილისა და პროფესიული დამსახურებისთვის გამორჩეულ მაღაროელებს სერტიფიკატები და ჯილდოები გადაეცემათ.
მაღაროელები შრომის დაფასებისთვის კომპანიის წარმომადგენლებს მადლობა უხდიან:
"ეს ჯილდო არის ჩვენთვის ძალიან საპატივცემულო, შრომის დაფასების საქმე. მადლობელი ვარ ამ დიდი პატივისცემისათვის"- აცხადებს მაღაროელი ლევან მაჩიტიძე.
"უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისათვის კომპანიის წარმომადგენლებს. მადლობას ვუხდი ყველა მაღაროელს, ვულოცავ დღევანდელ დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიკეთეს, სიხარულს, მხნეობას და ყველაფერ საუკეთესოს. მადლობა ყველას ასეთი ჯილდოს გადმოცემისათვის,"- აღნიშნავს მაღაროელი ზურაბ ბრეგვაძე.
ციტატები სტატიიდან
„ეს ჯილდო არის ჩვენთვის ძალიან საპატივცემულო, შრომის დაფასების საქმე. მადლობელი ვარ ამ დიდი პატივისცემისათვის“
„უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისათვის კომპანიის წარმომადგენლებს. მადლობას ვუხდი ყველა მაღაროელს, ვულოცავ დღევანდელ დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიკეთეს, სიხარულს, მხნეობას და ყველაფერ საუკეთესოს. მადლობა ყველას ასეთი ჯილდოს გადმოცემისათვის,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.