ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მეც ვფიქრობ, რომ ბატონი Kordz-ი ფაშისტია - ლევან მაჭავარიანი

ქართული ოცნება

მუსიკოს ლექსანდრე კორძაიას (Kordz) გორში დაგეგმილი კონცერტის გაუქმებას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გამოეხმაურნან. მმართველ პარტიაში მუსიკოსი „ფაშისტად“ მოიხსენიეს, რასაც ლევან მაჭავარიანისა და ირაკლი ჭეიშვილის განცხადებები მოჰყვა. საკითხთან დაკავშირებით პოზიცია ევროკავშირის წარმომადგენლობამაც დააფიქსირა.

მეც ვფიქრობ, რომ ბატონი Kordz-ი ფაშისტია - ლევან მაჭავარიანი
მეც ვფიქრობ, რომ ბატონი Kordz-ი ფაშისტია - ლევან მაჭავარიანიTV პირველი

"ოცნება" Kordz-ის წინააღმდეგ - ივანიშვილის პარტიაში მუსიკოსის მისამართით განცხადებები არ წყდება. დთეს ლექსანდრე კორძაია გუნდის ლიდერების მსგავსად, "ფაშისტად" მოიხსენია ლევან მაჭავარიანმაც.

მაჭავარიანი მუსიკოსის დედის ვიდეო-მიმართავსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ თუ თამარ კორძაიაც შვილის მსგავსად ფიქრობს, მაშინ "მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია".

მეც ვფიქრობ, რომ ბატონი Kordz-ი არის ფაშისტი. ნამდვილად დავპირდი საზოგადოებას, რომ რადიკალიზმი, ფაშიზმი და ექსტრემიზმი საქართველოში ვერ იარსებებს და თუ რაღაცა დოზით არსებობს, აუცილებად დასრულდება. და თუ ახლა ადამიანი იმით საზრდოობს, რომ მილიონ 120 ათას ჩვენს თანამოქალაქეს აგინებს და შემდეგ იგი ფიქრობს, რომ გმირად შერაცხავენ თუ რა იქნება, ძალიან აცდენილია ეს ადამიანი და შესაბამისად დედამისიც, თუ იზიარებს, რომ ბატონი Kordz-ის მხრიდან ეს მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებაა - ნუ დედამისიც მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, სამწუხაროდ", - ამბობს ლევან მაჭავარიანი.

იგივე პათოსის წარსდგა დღეს ტელეკამერებსი წინაშე "ოცნების" კიდივ ერთი წევრი, ირაკლი ჭეიშვილიც.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გორში Kordz-ის კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. მოგვიანებით ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და დაწერა: "სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ “კრეატიული კომპასი საქართველოს” პროექტის ფარგლებში, მის მიერ დაფინანსებული ფესტივალი „კამარა“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს". მოგვიანებით, კონცერტის გაუქმებას გამოეხმაურა კობახიძე და თქვა: "წარმოუდგენელია, როდესაც ფაშიზმის წამახალისებელ ადამიანს უორგანიზებ კონცერტს. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტია და ეს არის ნამდვილად ფაშიზმის წამახალისებელი, ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი, რაც ტრაგიკული მოვლენაა"

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ეს ჰიტლერის და სტალინის დროს ხდებოდა და ეს ხდება პუტინის რუსეთში" - Kordz-ის დედის მიმართვა "ოცნებას"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები