ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ლევან მახაშვილი "კორძის" კონცერტის გაუქმებაზე: კარგია, რომ საზოგადოებრივმა პროტესტმა შედეგი გამოიღო

გორში დაგეგმილი მუსიკოს კორძის კონცერტი უსაფრთხოების მიზეზით გაუქმდა, რასაც საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად კონცერტის გაუქმება სწორი გადაწყვეტილებაა.

ლევან მახაშვილი "კორძის" კონცერტის გაუქმებაზე: კარგია, რომ საზოგადოებრივმა პროტესტმა შედეგი გამოიღო
ლევან მახაშვილი "კორძის" კონცერტის გაუქმებაზე: კარგია, რომ საზოგადოებრივმა პროტესტმა შედეგი გამოიღორუსთავი 2

გორში დაგეგმილი კორძის კონცერტი გაუქმდა.

გადაწყვეტილების შესახებ ხელოვნების სახლმა და დანიის კულტურის ინსტიტუტმა სოციალურ ქსელში დაწერეს და მიზეზად უსაფრთხოება დაასახელეს.

ფესტივალის გაუქმებას სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა კორძი და თქვა რომ ორგანიზატორებისგან მეტ მხარდაჭერას ელოდა.

გაუქმებული კონცერტი და უპასუხოდ დატოვებული კითხვები - რატომ აფინანსებდა ევროკავშირი და დანიის კულტურის ინსტიტუტი ისეთ მუსიკოსს რომელმაც ქართველ ხალხს აგინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი

"კარგია, რომ საზოგადოებრივმა პროტესტმა თავისი შედეგი გამოიღო, იმიტომ რომ შეუძლებელია ვისმე ნორმალურ საზოგადოებაში მოეწონოს ასეთი ტიპის წახალისება რადიკალიზაციის და ძალადობის ნებისმიერ საზოგადოებაში.

კიდევ ერთხელ, ვისგან, როგორ და რანაირად გადაწყდა შიგნით ეს დეტალები ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი შედეგი არის სწორი და თუ ეს იყო ბრიუსელის მხრიდან ან წარმომადგენლების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, მაშინ მათ შეგვიძლია მოვუწონოთ ეს გადაწყვეტილება და მომავალშიც დაფიქრდნენ, სანამ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, კარგად შეაფასონ თავიანთი წვლილი და პასუხისმგებლობა ამ პროცესებში," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კარგია, რომ საზოგადოებრივმა პროტესტმა თავისი შედეგი გამოიღო, იმიტომ რომ შეუძლებელია ვისმე ნორმალურ საზოგადოებაში მოეწონოს ასეთი ტიპის წახალისება რადიკალიზაციის და ძალადობის ნებისმიერ საზოგადოებაში. კიდევ ერთხელ, ვისგან, როგორ და რანაირად გადაწყდა შიგნით ეს დეტალები ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი შედეგი არის სწორი და თუ ეს იყო ბრიუსელის მხრიდან ან წარმომადგენლების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, მაშინ მათ შეგვიძლია მოვუწონოთ ეს გადაწყვეტილება და მომავალშიც დაფიქრდნენ, სანამ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, კარგად შეაფასონ თავიანთი წვლილი და პასუხისმგებლობა ამ პროცესებში,“
ლევან მახაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.