ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ვის შემოაქვს კვერცხი საქართველოში? - იმპორტიორები

სურსათის ეროვნული სააგენტო

წელს საქართველოში ფრინველის კვერცხის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ძირითადად თურქეთიდან განხორციელდა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კვერცხი 7 ბიზნესსუბიექტს შემოაქვს. დარგის წარმომადგენლები იმპორტის ზრდას თურქეთში არსებულ ჭარბ წარმოებასა და ადგილობრივ ფერმებში წარმოების შემცირებას უკავშირებენ.

ვის შემოაქვს კვერცხი საქართველოში? - იმპორტიორები
ვის შემოაქვს კვერცხი საქართველოში? - იმპორტიორებიBM.GE

წელს საქართველომ 3 მილიონ 368 ათასი დოლარის ღირებულების ფრინველის კვერცხი შეიძინა, რაც 27.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ეს მოიცავს როგორც საინკუბაციო, ასევე არასაინკუბაციო კვერცხის იმპორტს. მთლიანი იმპორტიდან საინკუბაციო კვერცხის იმპორტის ღირებულება 1.9 მლნ დოლარს შეადგენდა და ქვეყანაში ამ მიზნით 7 მილიონამდე კვერცხი შემოვიდა. კლება 26.4%-ია. ხოლო არასაინკუბაციო, ანუ საჭმელი კვერცხის იმპორტმა 1.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის 8 თვის მაჩვენებელს 2620%-ით აღემატება.

წელს ჯამურად როგორც საინკუბაციო, ასევე არასაინკუბაციო კვერცხი მხოლოდ 3 ქვეყნიდან შემოვიდა, ძირითად მომწოდებელი კი თურქეთი იყო. აქედან იმპორტის ღირებულებამ 3 მილიონ 202 ათასი დოლარი შეადგინა.

160 ათასი დოლარის ღირებულების კვერცხი ბელარუსიდან, ხოლო $5 ათასის უნგრეთიდან ვიყიდეთ.

BM.GE-მ საქსტატიდან კვერცხის იმპორტიორი კომპანიები გამოითხოვა. ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში ყველა სახის კვერცხი 7 ბიზნეს სუბიექტს შემოაქვს. ესენია:

იმ ანდრეი საველიეუ;

შპს ბელმარტი;

შპს მაქს-ტრანს ჯორჯია;

შპს საბუდარა;

შპს ფუდ ექსპორტ;

შპს ჩირინა;

შპს ჰასტავუკ ჯორჯია.

„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი მიმდინარე თვეში კვერცხის იმპორტის ზრდას თურქეთში არსებული ჭარბი წარმოებით ხსნიდა. მისი თქმით, გასულ წელს თურქეთი პროდუქციას აშშ-ში ყიდდა, სადაც ფრინველის გრიპის გამო დიდი მოთხოვნა და მაღალი ფასები იყო. წელს კი, ამერიკაში სიტუაციის დარეგულირების შემდეგ, თურქულმა ჭარბმა ნაწარმმა ისევ საქართველოს ბაზარზე გადმოინაცვლა. უჩუმბეგაშვილის განმარტებით, ეს იმპორტული კვერცხი არასამართლიანად დაბალი, თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით შემოდის, რაც ადგილობრივი მწარმოებლებისთვის გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენს.

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე BMG-სთან აცხადებდა, რომ გასულ წელთან შედარებით, კვერცხის იმპორტის მკვეთრი ზრდა ქათმის გრიპის ცირკულაციით იყო გამოწვეული, რამაც ადგილობრივ ფერმებში კვერცხის წარმოება შეამცირა.

სურსათის ეროვნული სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.