გრიგოლ გეგელია – ჩვენი ახალი გეგმა კი არა, იმის გააზრება გვჭირდება, რა მოხდა 4 ოქტომბერს, სუს-ის სპეცოპერაციაში, ამიტომ, მოდი, ყველამ გაიაზროს, ვის რა შეგვეშალა
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ახალი გეგმის შეთავაზების ნაცვლად, 4 ოქტომბრის მოვლენების გააზრებაა საჭირო. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ სუს-ის სპეცოპერაციაში მონაწილეობა მიეღოთ, პოლიტიკური გზა უნდა აერჩიათ. თავის მხრივ, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მოქალაქეებმა „ოცნება“ გადაარჩიეს და არჩევნების ჩატარება პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ.

გაუგებარია კითხვა, თუ რას შვრებიან ის პარტიები, რომლებმაც არ მიიღეს მონაწილეობა სუს-ის სპეცოპერაციაში 4 ოქტომბერს, მე მაინტერესებს, ისინი რას შვრებიან, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ სპეცოპერაციაში, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია 4 ოქტომბრის ჭრილში არანაირი გეგმის შეთავაზებას არ აპირებს, რადგან ამის საჭიროება არ დგას.
„ჩვენ ახალი გეგმა კი არა, იმის გააზრება გვჭირდება, 4 ოქტომბერს რა მოხდა. ჩვენ ვთავაზობდით კოლეგებს და ქართულ საზოგადოებას ალტერნატიული ქმედების გეგმას, იმავე 4 ოქტომბერს და ახალი გეგმის შეთავაზებას ამ ჭრილში არ ვაპირებთ. ჩვენ უკვე შევთავაზეთ, როცა ეს ავბედითი მოვლენები განვითარდა ალტერნატიული ქმედების გეგმა ბატონ პაატასაც და სხვა კოლეგებსაც საჯაროდ, ღიად საქართველოს ვუთხარით, რომ ეს იყო დღე როცა ყველა მსხვილ ქალაქში უნდა დაგვემარცხებინა „ქართული ოცნება“. ეს იყო სრულიად შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუკი სუს-ის სპეცოპერაციებში მონაწილეობის ნაცვლად, რაციონალურ, პოლიტიკურ გზას დაადგებოდნენ, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. ამის შედეგები ყველამ კარგად ვნახეთ. ამიტომ, საპირისპირო კითხვების დასმის ნაცვლად მოდი ყველამ გაიაზროს, ვის რა შეგვეშალა. მე არავის დადანაშაულება არ მინდა ცალკეულად, მაგრამ არც იმას არ ვაპირებ, რომ ვინმეს მსგავს კითხვებს ვუპასუხო“, – განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს: „საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს ჩავატარეთ „ოცნების“ „გადარჩევნები“, ჩვენ ისინი გადავირჩიეთ, ხოლო არჩევნების ჩატარება პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ“.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ ახალი გეგმა კი არა, იმის გააზრება გვჭირდება, 4 ოქტომბერს რა მოხდა. ჩვენ ვთავაზობდით კოლეგებს და ქართულ საზოგადოებას ალტერნატიული ქმედების გეგმას, იმავე 4 ოქტომბერს და ახალი გეგმის შეთავაზებას ამ ჭრილში არ ვაპირებთ. ჩვენ უკვე შევთავაზეთ, როცა ეს ავბედითი მოვლენები განვითარდა ალტერნატიული ქმედების გეგმა ბატონ პაატასაც და სხვა კოლეგებსაც საჯაროდ, ღიად საქართველოს ვუთხარით, რომ ეს იყო დღე როცა ყველა მსხვილ ქალაქში უნდა დაგვემარცხებინა „ქართული ოცნება“. ეს იყო სრულიად შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუკი სუს-ის სპეცოპერაციებში მონაწილეობის ნაცვლად, რაციონალურ, პოლიტიკურ გზას დაადგებოდნენ, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. ამის შედეგები ყველამ კარგად ვნახეთ. ამიტომ, საპირისპირო კითხვების დასმის ნაცვლად მოდი ყველამ გაიაზროს, ვის რა შეგვეშალა. მე არავის დადანაშაულება არ მინდა ცალკეულად, მაგრამ არც იმას არ ვაპირებ, რომ ვინმეს მსგავს კითხვებს ვუპასუხო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.