ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გრიგოლ გეგელია - უცხოეთიდან წამოსული დირექტივები სჭირდება „ქართული ოცნების“ რეჟიმს, ზატულინის და ზახაროვას ქება და მათი „მესიჯ ბოქსის” გატარება, ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას, როდესაც „ლელო საქართველო“ რომელიმე დირექტივას მიჰყვებოდა

ქართული ოცნებალელო

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ უცხოური დირექტივები „ქართული ოცნების“ რეჟიმს სჭირდება, 4 ოქტომბერი კი „ფატალური შეცდომა“ და „პოლიტიკური უპასუხისმგებლობის მწვერვალი“ იყო.

გრიგოლ გეგელია - უცხოეთიდან წამოსული დირექტივები სჭირდება „ქართული ოცნების“ რეჟიმს, ზატულინის და ზახაროვას ქება და მათი „მესიჯ ბოქსის” გატარება, ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას, როდესაც „ლელო საქართველო“ რომელიმე დირექტივას მიჰყვებოდა
გრიგოლ გეგელია - უცხოეთიდან წამოსული დირექტივები სჭირდება „ქართული ოცნების“ რეჟიმს, ზატულინის და ზახაროვას ქება და მათი „მესიჯ ბოქსის” გატარება, ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას, როდესაც „ლელო საქართველო“ რომელიმე დირექტივას მიჰყვებოდაინტერპრესნიუსი

უცხოეთიდან წამოსული დირექტივები სჭირდება „ქართული ოცნების“ რეჟიმს, კერძოდ ზატულინის და ზახაროვას ქება და მათი „მესიჯ ბოქსის” გატარება, თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას, როდესაც საქართველოს დემოკრატიული ძალები და ყოველ შემთხვევაში „ლელო საქართველო“ რომელიმე დირექტივას საჭიროებდა ან მიჰყვებოდა, - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით მაშინაც კი, როდესაც პარტიები განსხვავებულ აზრზე ყოფილან, „ძლიერ საქართველო - ლელოს“ მიუღია ის გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტსაბჭოსთვის, ამომრჩევლისთვის და საზოგადოებისთვის იყო სწორი.

„დირექტივები, უცხოეთიდან შემოსული ზარები და „მესიჯები“ არჩილ გორდულაძემ მოიკითხოს, თუმცა გორდულაძეს არავინ არაფერს არ მისწერს. უფრო კობახიძემ, ვინც ზატულინის და ზახაროვას „მესიჯებს“ და დირექტივებს იღებს ხოლმე რეგულარულად. შარმანაშვილს და გორდულაძეს ზახაროვაც კი არ გაუყადრებს თავს“,- აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

გეგელია ჟურნალისტებთან საუბრისას 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერი იყო შეცდომა და „პოლიტიკური უპასუხისმგებლობის მწვერვალი“, თუმცა მისივე თქმით, რა გზას აირჩევენ ადამიანები, დროზე ადრე გათავისუფლდებიან თუ არა, ეს მათი პირადი არჩევანია და რაიმესკენ მოწოდება არაეთიკურია.

„4 ოქტომბერი იყო ფატალური შეცდომა, ეს იყო პოლიტიკური უპასუხისმგებლობის მწვერვალი, ჩვენ მოვუწოდებდით ყველას ალტერნატიული გზისკენ, იმისკენ თუ რა უნდა გაეკეთებინათ ადამიანებს ამ დღეს, ეს იყო არჩევნებში მონაწილეობა და მინიმუმ ყველა დიდი ქალაქის გამოგლეჯა და გამოტაცება რეჟიმისგან, რომელმაც საკუთარი არჩევნებითაც კი წააგო თბილისში.

ჩვენ გვახსოვს 2024 წლის გაყალბებულ არჩევნებშიც კი, მათ ვერ შეძლეს თბილისის ხმების გაყალბება და თბილისში პირწმინდად დამარცხდნენ და 2025 წლის შემოდგომაზეც დამარცხდებოდნენ კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო უარესად და რა თქმა უნდა, ერთადერთ სწორი ტაქტიკა იქნებოდა და იყო თბილისის და სხვა დიდი ქალაქების რეჟიმისგან წაღება, რომელიც არის კორუმპირებული, არის ბოროტი და არის ქართველთ მოძულე.

სამწუხაროდ ეს არ მოხდა, ადამიანების ნაწილმა ალტერნატიული გზა აირჩია და ამით ძალიან დიდი ზარალი მიადგა პოლიტიკურ ბრძოლას და ეს მათი არჩევანი იყო და ჩვენ ვერ შევძელით მათი დარწმუნება იმ სწორ გზაში, რაც ჩვენ გვეკავა.რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების ნაწილს, ეს არის თითოეული ადამიანის პერსონალური არჩევანი, მე არ ვფიქრობ, რომ ვინმეს გააჩნია უფლება, პატიმარს უკარნახოს რა გააკეთოს, როცა საქმე ეხება მის თავისუფლებას.

ჩემთვის მთლიანად 4 ოქტომბრის ამბავი არის ძალიან სამწუხარო და ვისურვებდი, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ რაც შეეხება თუ რა გზას აირჩევენ ადამიანები, დროზე ადრე შეეცდებიან გათავისუფლებას თუ არა, ეს არის მათი პირადი არჩევანია და მე არ მგონია ეთიკურად გამართლებული, რომ მე მათ რაიმესკენ მოვუწოდო.

პოლიტიკურად მათ ჩაიდინეს ძალიან დიდი და უაზრო შეცდომა“, - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დირექტივები, უცხოეთიდან შემოსული ზარები და „მესიჯები“ არჩილ გორდულაძემ მოიკითხოს, თუმცა გორდულაძეს არავინ არაფერს არ მისწერს. უფრო კობახიძემ, ვინც ზატულინის და ზახაროვას „მესიჯებს“ და დირექტივებს იღებს ხოლმე რეგულარულად. შარმანაშვილს და გორდულაძეს ზახაროვაც კი არ გაუყადრებს თავს“
გრიგოლ გეგელია
„4 ოქტომბერი იყო ფატალური შეცდომა, ეს იყო პოლიტიკური უპასუხისმგებლობის მწვერვალი, ჩვენ მოვუწოდებდით ყველას ალტერნატიული გზისკენ, იმისკენ თუ რა უნდა გაეკეთებინათ ადამიანებს ამ დღეს, ეს იყო არჩევნებში მონაწილეობა და მინიმუმ ყველა დიდი ქალაქის გამოგლეჯა და გამოტაცება რეჟიმისგან, რომელმაც საკუთარი არჩევნებითაც კი წააგო თბილისში. ჩვენ გვახსოვს 2024 წლის გაყალბებულ არჩევნებშიც კი, მათ ვერ შეძლეს თბილისის ხმების გაყალბება და თბილისში პირწმინდად დამარცხდნენ და 2025 წლის შემოდგომაზეც დამარცხდებოდნენ კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო უარესად და რა თქმა უნდა, ერთადერთ სწორი ტაქტიკა იქნებოდა და იყო თბილისის და სხვა დიდი ქალაქების რეჟიმისგან წაღება, რომელიც არის კორუმპირებული, არის ბოროტი და არის ქართველთ მოძულე. სამწუხაროდ ეს არ მოხდა, ადამიანების ნაწილმა ალტერნატიული გზა აირჩია და ამით ძალიან დიდი ზარალი მიადგა პოლიტიკურ ბრძოლას და ეს მათი არჩევანი იყო და ჩვენ ვერ შევძელით მათი დარწმუნება იმ სწორ გზაში, რაც ჩვენ გვეკავა.რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების ნაწილს, ეს არის თითოეული ადამიანის პერსონალური არჩევანი, მე არ ვფიქრობ, რომ ვინმეს გააჩნია უფლება, პატიმარს უკარნახოს რა გააკეთოს, როცა საქმე ეხება მის თავისუფლებას. ჩემთვის მთლიანად 4 ოქტომბრის ამბავი არის ძალიან სამწუხარო და ვისურვებდი, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ რაც შეეხება თუ რა გზას აირჩევენ ადამიანები, დროზე ადრე შეეცდებიან გათავისუფლებას თუ არა, ეს არის მათი პირადი არჩევანია და მე არ მგონია ეთიკურად გამართლებული, რომ მე მათ რაიმესკენ მოვუწოდო. პოლიტიკურად მათ ჩაიდინეს ძალიან დიდი და უაზრო შეცდომა“
გრიგოლ გეგელია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი კახიანი: “საქართველოში განვითარებული პროცესები ქვეყნის გარედან იყო დაფინანსებული. დღეს მსგავსი პროცესები ევროპის ქვეყნებშიც ვითარდება, რომელიც ასევე ამ ქვეყნების გარედან ფინანსდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კანონები, რომელიც თავის დროზე მივიღეთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები