რუსულმა ძალებმა კიევში, საცხოვრებელ კორპუსზე დრონებით შეტევა განახორციელეს - არიან დაშავებულები
რუსულმა ძალებმა კიევში საცხოვრებელ კორპუსსა და საოფისე შენობაზე დრონებით შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა და ხანძარი გაჩნდა.

რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს, არიან დაშავებულები - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა. დაშავებულია ოთხი ადამიანი.
თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა სოლომიანსკის რაიონში მდებარე საოფისე შენობაშიც.
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.