რუსეთის თავდასხმა კიევზე – დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი
25 სექტემბერს კიევის სოლომიანსკის რაიონში რუსული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად საოფისე შენობა დაზიანდა და ავტოსადგომზე მანქანები დაიწვა. თავდასხმას 5 ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა, ხოლო მინიმუმ 27 ადამიანი დაშავდა.

დღეს, 25 სექტემბერს, უკრაინაში, კიევის სოლომიანსკის რაიონში რუსული დრონების განხორციელებული თავდასხმის შედეგად საოფისე შენობა დაზიანდა. ვრცელდება ცნობები ოთხი დაღუპულის შესახებ.
წინასწარი ინფორმაციით, 15:30 საათის მონაცემებით, საოფისე შენობის მახლობლად, სადაც დრონი დაეცა, ავტოსადგომზე მანქანები იწვის და 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
პირველადი ინფორმაციით 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.
25 სექტემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევს დრონებით ჯერ კიდევ გამთენიისას შეუტიეს და თავდასხმა გაგრძელდა დღისითაც. რუსული დარტყმის შედეგად დაშავდა მინიმუმ 27 ადამიანი, ბოლო ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 წლის ბიჭი.
_______
ფოტო: უკრაინის სამაშველო სამსახური/telegram
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…